ამ ვერტმფრენებს არაფერი აქვს სამაშველო დანიშნულების, ის იყო მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ამ ადამიანს (მიხეილ სააკაშვილს, -რედ.) მიეღო მაქსიმალური სიამოვნება, მათ შორის, ჰაერშიც - ამის სესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.
მისი თქმით, ამაზე საუბარი არ დამთავრდება, რადგან მეორე მხარეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ადამიანები დგანან:
"ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. ვიცი, რომ ორი თვითმფრინავი იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, დღეს კი არის შს სამინისტროს ბალანსზე. რაც შეეხება ვერტმფრენს, ის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ეს ვერტმფერნები აბსოლუტურად გამოუსადეგარია ყველაფრისთვის, გარდა კომფორტული მგზავრობისთვის, მას არ აქვს აბსოლუტურად არაფერი, რაც სჭირდება სამაშველო ოპერაციას.
ამ თემაზე ლაპარაკი, გასაგებია, რომ არ დამთავრდება დიდხანს, რადგან მეორე მხარეს სრულიად უპასუხიმგებლო ადამიანები არიან, რომლებიც "გაღმა შეედავეს" პრინციპით გესაუბრებიან, მაგრამ მთავარი კითხვა ამ საკითხში სხვა რამეშია – როდესაც ქვეყანას არ ჰყავდა არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი, რატომ დახარჯა წინა ხელისუფლებამ ამდენი ფული ამ ვერტმფრენებზე – ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ მილიონსა და სააკაშვილის კომფორტზე.
ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსენით ან წადით და ნახეთ. გარწმუნებთ, ამის პრობლემას არავინ შეგიქმნით. წადით, ნახეთ, გადაიღეთ და დაამთავრეთ, რადგან რამდენჯერაც "ნაციონალური მოძრაობიდან" ვინმე რამეს იტყვის, იმდენი უნდა დავდგეთ და კომენტარები ვაკეთოთ, რომ აქლემები არ ვართ?
სისულელე და აბსოლიტური იდიოტიზმია ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელება, ეს არის ლუქსის კატეგორიის ვერტმფრენები, რომელთაც ჰქონდა ერთადერთი დანიშნულება – ამ არანორმალური ფსიქიკის ადამიანს მიეღო მუდმივი სიამოვნება, მათ შორის - ჰაერში. ასე რომ, 13 ივნისის ღამეს ჩვენ შეგვეძლო ამ ვერტმფრენების ფრენა, მაგრამ მხოლოდ ვიფრენდით და სხვას ვერაფერს გავაკეთებდით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.