
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სავიკ შუსტერის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში უკვე შეჭრილია და ამის მაგალითები არსებობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პუტინის მაღალი რეიტინგით გაოცებაც არ ღირს, რადგან ის მოკლევადიანია.
სააკაშვილი ამბობს, რომ რიგით მოქალაქეებს არანაირად არ ძალუძთ, მართონ ტანკები, გამოიყენონ სარაკეტო კომპლექსი და ჩამოაგდონ ვერტმფრენი და ამას, ცხადია, კარგად გაწვრთნილი რუსი სამხედროები აკეთებენ.
„დღეს პუტინს რუსეთის მოსახლეობის 80 % უჭერს მხარს. დიახ, მაგრამ 2008 წელს მას ასევე უჭერდა მხარს 85 %, თუმცა ორ წელიწადში რეიტინგი 35 %-მდე დაეცა...
ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ეს როგორც ტემპერატურა ისეა, ზევით იწევს შემდეგ კი გაივლის, ახლა მას მაღალი ტემპერატურა აქვს...“ - განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ „პუტინის აღსასრული“ უკვე დაწყებულია:
"თქვენ კი არ დაკარგეთ ყირიმი, არამედ პუტინმა დაკარგა თავი", - უთხრა სააკაშვილმა სავიკ შუსტერს გადაცემაში.