
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გიგი უგულავამ თითქმის შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. მას საგამოძიებო სამსახურის ოფისის წინ ჟურნალისტები, თანამებრძოლები და მეგობრები ელოდებოდნენ.
გიგი უგულავას დაკითხვის თემა თბილისის მერიასა და "სითი პარკს" შორის დადებულ ხელშეკრულებას უკავშირდებოდა. ის დაკითხვაზე დილით იყო დაბარებული, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში გამართული შეხვედრის გამო დაკითხვა 21:00 საათზე დაიწყო.