
მესტიაში, ჰოსტელ „სეტის“ წინ 6 მაისს უცხოელ ტურისტებს ველოსიპედები მოჰპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას კობა სუბელიანი „ფეისბუქზე“ ასაჯაროებს.
„მესტიაში ჰოსტელი ,,სეტის'' წინ გუშინ უცხოელ ტურისტებს ველოსიპედები მოპარეს.
წინა კვირას სარკეები მოუხსნეს მანქანებს. წყალში იყრება ამდენი ნაწვალები და გული მწყდება
P.S. ასე ნელნელა იწყებოდა არევა მაშინაც...“, - წერს კობა სუბელიანი.“
ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, მიმართეს თუ არა დაზარალებულებმა პოლიციას და დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდარი ფაქტის გამო. მესტიაში ჰოსტელი „სეტი“ პოლიციის განყოფილების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
„აფხაზეთის ხმისთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ხუთი დღის წინ კიდევ ერთი ქურდობა მოხდა: ასევე უცხოელ ტურისტებს გასაბერი ნავი მოჰპარეს.