
7 მაისი ერთერთი ტრაგიკული დღე აღმოჩნდა: უბედური შემთხვევების შედეგად საქართველოს სხადასხვა ადგილას რვა ადამიანი გარდაიცვალა.
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვილთაგან ერთი ბათუმის ერთერთი ეკლესიის სტიქაროსანი იყო.
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, სადაც „მერსედესი“ გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და აფეთქდა, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. მანქანაში სულ რვა მოქალაქე იჯდა.
ოზურგეთში, სავარაუდოდ, იატაკის საწმენდი ქიმიური ნივთიერებით ინტოქსიკაციის შედეგად ადგილობრივი გამგეობის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გარდაიცვალა. ის შოკურ მდგომარეობაში ოზურგეთის საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.