სკანდალი ტელევიზიაში და მომღერალი, რომელმაც საკუთარი შვილის ჩასახვა გადაიღო (ვიდეო)

Image

2012 წელს დიდი სკანდალი მოხდა რუსულ ტელეარხ РТР-1–ზე – ცნობილი მომღერალი ნიკიტა ჯიგურდა ფიზიკურად გაუსწორდა მართლმადიდებელ ექსპერტთა ასოციაციის ხელმძღვანელ კირილ ფროლოვს, წაუთაქა და კულისებში გაათრია.

თვითმხილველების გადმოცემით, იქ მყოფ სტიქაროსნებს ძლივს გამოუგლეჯიათ ფროლოვი გამძვინვარებული მომღერლის ხელიდან.

 

სკანდალი მოხდა გადაცემაში, რომელიც ეხებოდა წყალგამყოფ ბარიერს ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის და „დასაშვები პორნოგრაფიის“ პრობლემებს. სტუდიაში მყოფნი გაიყვნენ ორად – ექსჰიბიციონიზმის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. გადაცემის წამყვანთა და სტუდიაში მყოფთა უმეტესობა ექსჰიბიციონიზმისკენ იხრებოდა.

 

ეკლესიის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ქალის შიშველი სხეულის დემონსტრირება პრინციპულად მიუღებელია. საეკლესიო პირთა მტკიცებულებებს სიშიშვლის წინააღმდეგ ჯიგურდამ დაუპირისპირა მოსაზრება, რომ:

 

„ამგვარი შეგონებების უფლება არა აქვთ ადამიანებს, რომლებიც ქრისტეს მცნებებს ღალატობენ და აკურთხებენ ადამიანთა მასობრივი განადგურების საშუალებებს – მათ ენა არ უნდა მოუბრუნდეთ იმ შემოქმედთა აუგით მოსახსენიებლად, ვინც აღმერთებს ქალს და გამოსახავს მის ფიზიკურსა და სულიერ სილამაზეს. ხოლო, რადგან რუსეთი, თავისი წარმართული ბუნებითა და სარწმუნოებით ადიდებდა შიშველი ქალის კულტს, რომელიც ფროლოვის თანამორწმუნეებმა ძალითა და აგრესიით, ცეცხლითა და მახვილით ამოძირკვეს, ამიტომ მათ არა აქვთ უფლება გაავრცელონ სულიერი პედერასტია და ანათემას გადასცენ მხატვრები და ქალები, რომლებიც პერფორმანსებს ქმნიან!“ პასუხად ფროლოვმა მიაძახა: „შენ თვითონა ხარ პიდერასი!“

 

აი, სწორედ ამას მოჰყვა ზემოთ აღწერილი ინციდენტი, რასაც ჯიგურდა შემდეგნაირად აღწერს: „მე მას ვუთხარი, გავიდეთ სტუდიიდან და მე შენ აგიხსნი, როგორ გმართებს ქცევა; იგი გამიძალიანდა, მაგრამ მე ქეჩოში წავავლე ხელი და გავათრიე. გასასვლელთან იგი მოებღაუჭა გასანათებელ მოწყობილობას, დავარდა, მოიკუზა, დაჩიავდა და შიშით გადაფითრდა; მაგრამ მე მორალური თათხვის მეტი არაფერი ფიზიკური არ გამომიყენებია, თქვენ წარმოიდგინეთ, დედაც კი არ შემიგინებია, თორემ, მე რომ მისთვის დამერტყა, ფეხზე ვერ დადგებოდა! წყნარად ავუხსენი : „შენ–მეთქი, ურიგოდ იქცევი, მე რომ შენ ფილოსოფიურ ასპექტში გითხარი სულიერი პედერასტობის შესახებ, შენ პიროვნულ შეურაცხყოფაზე რატომ გადადიხარ–მეთქი? თანაც, ისეთ სიტყვებს მკადრებ–მეთქი, რომლებიც არ დამიმსახურებია!

მე არაერთგზის მითქვამს, რომ არსებობენ ჭეშმარიტი ქრისტესმოყვარე ბერები, ვინც იცავს მცნებას – „არა განიკითხო, რათა არა განიკითხნეთ“. ესენი კი ადასტურებენ თავიანთ ფარისევლობას. მას შემდეგ, რაც მე ვთქვი, რომ შემოქმედმა ადამი და ევა სამოთხეში შიშვლებად შექმნა, და ისინი დადიოდნენ შიშვლები მანამდე, ვიდრე არ შერცხვათ თავიანთი სიშიშვლის-მეთქი, ეკლესიურები ადგნენ და დატოვეს გადაცემა. მეც გავაგრძელე კომენტარები: „აი, ასე წავიდნენ სამოთხიდან ადამ და ევა–მეთქი, თვითონ, თავისი ნებით, შერცხვენილინი იმით, რაც აჩუქა მათ შემოქმედმა“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ჯიგურდა სკანდალებით გამორჩეული ფიგურაა: მას ინტერნეტ–საიტებზე გამოქვეყნებული აქვს საკუთარ მეუღლესთან, სხვათა შორის, ყინულზე ცეკვებში მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ, მარინა ანისინასთან გადაღებული ბავშვის ჩასახვისა და მშობიარობის თანადამსწრეობის სცენები.

 

 

ნია კომლელი

ბმული ვიდეოზე

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !