როგორ დააპატიმრეს მამა შვილის გაუპატიურებისთვის, ანუ ფსიქოანალიზი რუსულად

Image

მოგეხსენებათ, კატა მეტად ნავსი ცხოველია. ხალხური ჩვეულებების თანახმად შავმა კატამ დიდ უსიამოვნებებს შეუძლია გადაგყაროს. მაგრამ, იმას, რაც კატამ ახალგაზრდა, წარმატებულ მოხელეს, ვლადიმერ მაკაროვს დამართა, უსიამოვნება აღარ ჰქვია – 13 წლით ციხის საკანში გამოამწყვდია!

 

2011 წლის ბოლოს მთელი რუსული ინტერნეტ–სივრცე მოიარა მოსკოვში დატრიალებულმა დრამატულმა მოვლენამ, რომელიც ზაფხულში დაიწყო – მამას ბრალად დასდეს საკუთარ შვილთან, 7 წლის გოგონასთან ჩადენილ სექსუალურ გარყვნილობებში.

 

არადა, ავადსახსენებელი შემთხვევა რომ არა – პირდაპირ შესაშური ცხოვრება ჰქონდათ – ვლადიმერი და ტატიანა – 13 წლის ჯვარდაწერილები იყვნენ; ტატიანა რედაქტორი, ვლადიმერი რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს განყოფილების გამგის მოადგილე – ჰყავდათ 7 წლის გოგონა; არცთუ დიდი ხნის გადასულები იყვნენ როსტოვიდან მოსკოვში და ქირაობდნენ ბინას, სადაც მამამ თავის გოგონას საგანგებო კუთხის გამოყოფასთან ერთად, შვედური კედელიც კი მოუწყო.

 

ერთ მშვენიერ დღესაც, გოგონამ, ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, ხელდაუბანელად გადაწყვიტა კედელზე აცოცება, და ჩამოვარდა. “სასწრაფოს“ ექიმებმა, ხერხემლის მოტეხილობის დიაგნოზით, გოგონა სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს. იქ დადგინდა კომპრესიული მოტეხილობა, ბავშვი დატოვეს სამკურნალოდ საავადმყოფოში და, თირკმელების დაზიანების გამოსარიცხად, აუღეს შარდის ანალიზი. შარდში აღმოჩნდა მკვდარი სპერმატოზოიდები, რასაც მოჰყვა ზარი პროკურატურაში და პროკურატურის გამომძიებლის ვიზიტი – რომელმაც ბავშვის დედას ამცნო, რომ არის ეჭვი გოგონას გაუპატიურებაში და, რადგან ბავშვის სიახლოვეს მამის მეტი არავინ ყოფილა, ეჭვი სწორედ მამაზეა!

 

–თქვენ ხომ არ შეიშალეთ! – აღმოხდა ტატიანას.

 

ტატიანას არავინ არაფერს დაეკითხა – პროკურატურის თანამშრომლებმა ააწრიალეს მთელი ოჯახი, წაიღეს კომპიუტერი, ვიდეოკასეტები, ზეწრები, გოგონას ტანსაცმელი. და, რადგან სათანადო განყოფილება ადგილზე არ არსებობდა, ხერხემლის გაჭიმვის პროცედურაზე მწოლიარე გოგონა გააქანეს სხვა საავადმყოფოში გინეკოლოგთან. შედეგად: გოგონას უბიწობა –ქალწულობა დადასტურდა; მამაკაცის დნმ–ის ნიშანწყალი არ აღმოჩნდა ბავშვის ნივთებზე.

 

და აი, აქ ჩაერთო საქმეში ავადსახსენებელი კატა!

 

რადგან გოგონა ასაკთან შეუსაბამო, მოზრდილის მოხერხებულობით, ირიდებდა ინტიმური ხასიათის კითხვებს, გაურბოდა მამასთან არსებულ ურთიერთობებზე საუბარს და პასუხის გაცემას გენდერული განსხვავებების შესახებ, გოგონასთან უხმეს ფსიქოლოგს, რომელმაც ბავშვს მოუწყო ფსიქოსურათის გამოცდა – მისთვის სასურველი ცხოველისა და ცხოველ–ადამიანის სურათები დაახატინა.

 

გოგონამ დახატა კატა, და სურათის ანალიზის შემდეგ ფსიქოლოგმა გააკეთა დასკვნა: კატის გამოსახულებაში ფიგურირებს ძლიერად დაშტრიხული ფალიური კუდი, რაც გულისხმობს მის ჩართვას სექსუალურ ურთიერთობებში. ხოლო გოგონა–კატას სურათში ფსიქოლოგმა აღმოაჩინა მკვეთრად გამოხატული ბარძაყები და ძუძუები, რაც მიიჩნია გოგონას ღრმა ჩახედულობად გენდერულ სხვაობებში და, ისევე, როგორც წინა სურათში, ინტიმურ ქმედებებში.

 

აქ დაირეკა მაკაროვისთვის პირველი განგაშის ზარი, გადამწყვეტი სიტყვა კი პოლიგრაფს (სიცრუის დეტექტორს) უნდა ეთქვა. ორგზისი გამოკვლევის შემდეგ პოლიგრაფოლოგმა გაუგზავნა გამომძიებელს დასკვნა, რომელიც ცხადყოფდა მამის დანაშაულს: „გარყვნილი ქმედებები, ჩადენილი პირზე, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი“.

 

ჭეშმარიტება გამოეკერა ჰაერში – პოლიგრაფზე იოლად შეიძლება სპეკულირება. ადამიანი ამბობს, რომ არ არის დამნაშავე, ხოლო პოლიგრაფი ასკვნის – დამნაშავეა! მეორდება შემოწმება. მაგრამ ასეთი შემოწმების დროსაც სწორი პასუხის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია – უდანაშაულო მამამ შეიძლება უფრო მეტად იღელვოს პასუხების გაცემის დროს, ვიდრე დამნაშავემ: მხოლოდ ბრალდების ფაქტმაც კი შეიძლება ის მიიყვანოს ისტერიის მდგომარეობამდე.

 

და იხდის სასჯელს ვლადიმერ მაკაროვი, ასაჩივრებს მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მოუთმენლად ელის მამის დაბრუნებას პატარა გოგონა და მხოლოდ ბრალმდებლები არიან მშვიდად. მშვიდად?

 

არა, ჩვენი ისტორია ასე არ მთავრდება – საინტერესო ის გახლავთ, რომ ინტერნეტ–მომხმარებლები, რომლებიც ვერ დარჩნენ გულგრილნი აღწერილი მოვლენების მიმართ, დაინტერესდნენ ფსიქოლოგის ერთმანეთთან შეუსაბამო აღმოსავლური სახელით ლეილათი და რუსული გვარით – სოკოლოვათი. განა რამდენი უნდა ყოფილიყო ასეთი პიროვნება ქვეყანაში?! და მალე მიაკვლიეს გასაოცარ ფაქტებს – ბლოგერებმა ინტერნეტში აღმოაჩინეს ფსიქოლოგ ლეილა სოკოლოვას სურათები ლესბიურ ფეტიშ–საღამოებზე; სურათები თვით მას ჰქონდა დაუფარავად გამომზეურებული.

 

და აი აქ კი გაკეთდა მნიშვნელოვანი დასკვნა: იმისდა მიუხედავად, ბრალეულია თუ არა მამა ქალიშვილთან ჩადენილ ქმედებებში, მსგავსი მიდრეკილებების მქონე ფსიქოლოგ ქალბატონს არა აქვს ფსიქოსურათის მიხედვით ანალიზის ჩატარების უფლება!

 

სულ ბოლო ინფორმაცია მოვლენათა კვალზე ასეთი გახლავთ – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მამას, ვლადიმერ მაკაროვს, ხუთ წლამდე დაუყვანეს პატიმრობა – არ გაუნთავისუფლებიათ, ესე იგი, ეჭვი კიდევ დარჩა; რაც შეეხება ფსიქოლოგ ლეილა სოკოლოვას – იგი საკუთარი განცხადების თანახმად განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

ნია კომლელი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !