
30 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სკოლების მოსწავლეებისთვის სამხედრო-სპორტული თამაში «Аиааира» ჩატარდა, რომელიც ე.წ. განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია.
პროექტის ფარგლებში სკოლების მოსწავლეები, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები, ავტომატის დაშლა-აწყობაში, მიზანში სროლასა და ხელყუმბარის გადაგდებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. სასროლი მანძილი ვაჟებისთვის 80 მეტრის დისტანცია იყო.
სწავლებას კონკურსის ხასიათი ჰქონდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიით მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, პროექტი მოსწავლე-ახალგაზრდობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად.