-
2014-02-26 14:36
mymarket.ge-ზე დღეს განთავსდა ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი, პორტრეტის ღირებულება კი 2000 დოლარს შეადგენს. მისი ავტორი დემურ გრიგოლია გახლავთ. ამის შესახებ ინფორმაციას „აქცენტ.ჯი“ ავრცელებს.
ბიძინა ივანიშვილის პორტრეტის ავტორი დემურ გრიგოლია აცხადებს, რომ ნახატზე დაახლოებით 20 დღეს მუშაობდა.
"ეს ნახატი ბატონ ბიძინასთვის შევქმენი, რადგან ის ჩემთვის ღმერთივით კაცია. სამხატვრო აკადემიაში ვასწავლი და გაყიდვა არც მიფიქრია, მაგრამ ჩემმა შვილმა გადაწყვიტა ასე და მეც დავთანხმდი", - აცხადებს გრიგოლია.
მისივე თქმით, ნახატის ყიდვის სურვილი, ჯერჯერობით არავის გამოუთქვამს.