ხმაური ზუგდიდში: ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის დირექტორს მშობლები „ბაიას“ ბაზიდან არ უშვებენ

Image

ამ წუთებში ხმაურია ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბ „ბაიას“ ყოფილ ბაზაზე, სადაც სფფ-ს ბავშვთა ფეხბურთის აკადემია ფუნქციონირებს: დედაქალაქიდან ჩამოსულ ფეხბურთის აკადემიის დირექტორს გიორგი რევაზიშვილს უკმაყოფილო მშობლები ბაზიდან გარეთ არ უშვებენ. 

 

ამის შესახებ „აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი ზუგდიდიდან იტყობინება. მშობლების უკმაყოფილება ორი თვის წინ გახსნილი აკადემიის დახურვის შესახებ რევაზიშვილის განცხადებამ გამოიწვია.

 

აკადემიის ფილიალის ადგილობრივი წარმომადგენლები და ბავშვების მშობლები წინასწარ შეკრიბეს და გააფრთხილეს, რომ 15:00 საათზე ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იგეგმებოდა. მშობლებმა წინასწარ არ იცოდნენ, რა საკითხები განიხილებოდა შეხვედრაზე, ხოლო აკადემიის დახურვაზე ინფორმაციის გაგებას უკმაყოფილება მოჰყვა. ბავშვების მშობლები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

 

სფფ-ს ფეხბურთის აკადემიის ზუგდიდის ფილიალში დასავლეთ საქართველოდან შერჩეული 40 ბავშვი ირიცხება, ისინი იქ ცხოვრობენ და ვარჯიშობენ. აკადემიის ფილიალის გახსნამდე სფფ-ს ფეხბურთის ფედერაციის წინა დირექტორი ირაკლი ნაკაიძე ამ ფილიალის გახსნას ასე აანონსებდა:

 

"შევარჩიეთ ზუგდიდში საფეხბურთო კლუბ "ბაიას" ბაზა, სადაც ყველა პირობა იქნება იმისთვის, რომ ბავშვებმა იდეალურ პირობებში იცხოვრონ და ივარჯიშონ. გვეყოლება ორი ასკობრივი გუნდი, 2001 და 2002 წლიანების, მათი შერჩევა მოხდება ისეთივე პრინციპით, როგორც ირჩევა ბავშვები თბილისის აკადემიისთვის. თითო ჯგუფში 20 ბავშვი იქნება. რაც შეეხება მწვრთნელების საკითხს, არის რამდენიმე კანდიდატი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ზუგდიდის ფილიალი, რა თქმა უნდა, იმუშავებს ჩვენი ქოლგის ქვეშ, მაგრამ ადგილზეც ეყოლება კურატორი".

 

აკადემიის ფილიალი სფფ-ს წინა ხელმძღვანელობის ძალისხმევითა და უეფას დაფინანსებით შეიქმნა, ახალმა ხელმძღვანელობამ კი მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

მათე ალანია

რედაქტორის რჩევით

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას ბრძანებებს გავცემდი - ივანიშვილი

2019-07-17 15:19
დღეს ივანიშვილმა  მედიას არ დაუდასტურა  გავრცელებული ინფორმაციაიმის შესახებ, რომ 20-21 ივნისის...

ნინი ქარსელაძე: „მამა, მაპატიე, რომ შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება ვერ მოვასწარი...“

2019-07-17 12:43
 მომღერალი  გარდაცვლილ მამას, ემოციური პოსტით გამოემშვიდობა. 

გუშინ მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშა 16 წლის იყო

2019-07-17 11:42
თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. 

ლავროვი: თუ საქართველო საფრთხეებს აღკვეთს, რუსეთის ზომები გადაიხედება

2019-07-17 11:32
თუ საქართველო საფრთხეებს აღკვეთს, რუსეთის ზომები გადაიხედება.
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2107
0.0103
100
RUB
 - 
4.5529
0.0067
1
USD
 - 
2.8608
0.0053

გუშინ:

ჰიტები:667 უნიკალური:541

მიმდინარე:

ჰიტები:559 უნიკალური:437