ანალიზი - გაზპრომი და სიკვდილის ბუზი

Image

2008 წელს საქართველოში შემოთრეულ რუსის ჩექმას „პარტიანკად“ გაზპრომის ფულიც ჰქონდა ჩაფენილი. 2008-ის დასაწყისისთვის ამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $367 მილიარდი დოლარს შეადგენდა. Financial Times-ის აღიარებით ამ სფეროში მსოფლიოს მდიდარ კომპანიებს შორის „გაზპრომი“   ხანდახან Exxonmobile და PetroChina-ს შემდეგაც კი მოიხსენიებოდა.

 

გაზპრომის თავკაცებს და თავკაცების თავკაც პუტინს კი დიდი იმედი ჰქონდათ, რომ 10 წელიწადში მისი ფასი  ტრილიონ დოლარამდე გაიზრდებოდა.

 

რატომ არ მიკვირს და, დღეისათვის ეს იმედი კოწახურის კანფეტივით შემოწუწნიათ. 

 

საქართველოში ვითომ ტრიუმფალური შემობღლარძუნების წინ, აგვისტოს დასაწყისისთვის, მისი კაპიტალიზაცია $51 მილიარდამდე იყო დაცემული.

 

ვნახოთ სად და რატომ მიაფშვნიტა ქარაფშუტა მეზობელმა 300 მილიარდი? ვნახოთ. ჯერ ამ ამბის პრეამბულა და მერე თავად „ამბულა“.

 

მაშ ასე - გაზპრომის „გაფარჩაკების“ პრეამბულა

 

როგორც Bloomberg Business News 2014 წლის აპრილში წერდა - მსოფლიოს საუკეთესო 500 კომპანიიდან არცერთს არ უნახავს შემოსავლების 86%-იანი ვარდნა.

 

მიუხედავად მათი აქციების ფასების უმნიშვნელო ზრდისა, ანალიტიკოსები მაინც „გაზპრომის“ უკუსვლას პროგნოზირებენ. პარადოქსულია, მაგრამ ქვეყანა რომელსაც ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგის თითქმის 30% აქვს, ქვეყანას რომელსაც მეზობლად ყავს აირყლაპია ჩინეთი და ევროპა იძულებულია მოპოვების მოცულობა მნიშვნელოვნად შეამციროს.

 

ახლა კი თავად „ამბულა“

 

 

1- გაზივით აქროლადი აირ პოლიტიკა

 

კრემლს, რომელიც გაზპრომის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელია, ერთი უჩვეულო ზნე სჭირს. ყველა მისი უბედურება, ან სხვისი ბრალია, ან ბუნების. მაგალითად: „თბილი ზამთრები“ ევროპაში, ნავთობპროდუქტებზე ფასების დავარდნა, ჩვენი შურთ (??!!) და ხრიკებს გვიწყობენო. ა.შ და ა.შ.

 

პარალელურად სხვა ენერგო გიგანტები: ExxonMobil ან Petro China ისევ გიგანტებად რჩებიან და არც არავის ეჩიჩინებიან ან ერჩიან. ნორვეგიამ იმდენად გაზარდა ბაზარზე თავის წილი, რომ 2014-2015 წლების ზამთრის პერიოდში დასავლეთ ევროპის უმთავრესი მიმწოდებელი გახდა.

 

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ გაზპრომის პრობლემა პუტინის მიერ მისი გეოპოლიტიკურ თამაშებში ბურთაობის ბრალიაო. ეს ბურთაობა კი პუტინის აზრით მხოლოდ მისი წესებით უნდა წარიმართოს. ამ წესებში იგულისხმება შემდეგი უწესობები: მეზობელი ქვეყნების მიმართ ძალადატანებითი, მამაძაღლური და აგრესიული დამოკიდებულება.

 

პარტნიორი ქვეყნების იძულება წუპაკური და პუტინური ფასებით შეისყიდოს გაზი.  ყოვლად გაუმართლებელ, არაფინანსურ პროექტებში გაზპრომის ჩათრევა - მედიასაშუალებების შესყიდვა და მათი კრემლის დოლ-გარმონად გამოყენება. უძვირესი ოლიმპიადის მოწყობა და უტვინო ფულის ხარჯვა არანაკლებ უტვინო მშენებლობებში. ბაკურიან-გუდაურში ცას შევციცინებთ - იქნებ თოვლი მოვიდესო და ამან სოჭში ზამთრის ოლიმპიადა მომიწყო.

 

ყველაზე დიდი მიქარვა გაზპრომით უკრაინისა და ჩინეთის წინააღმდებ ტინგიცი აღმოჩნდა. ტინგიცსა და გლახაობას თურქეთიც დაემატა და კიდევ ვის გადაიმტერებს ეს ყველას მტერი ვინ იცის.

 

დავაი ვალოდია! დავაი!

 

2 - ახლა კი ვნახოთ როგორი აქროლადია გაზპრომის ბუნებრივი აირი

 

უკრაინასთან ბრიყვულმა საქციელმა გამოიწვია ის რომ: 2010 წელს მიწოდება 36 მილიარდი კუბური მეტრიდან, 2015 წლის პირველ 6 თვეში 3,7 მილიარდამდე დაეცა. მეორე 6 თვის დასაწყისში - 1 ივლისისთვის კი საერთოდ შეწყდა. ეს მამაძაღლობა ცხონებულ გაზპრომს 6 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. გაზმილიარდებს უფრო მოაკლდება რადგანაც ამის შემხედვარე ევროპამ სასწრაფოდ გამოძებნა დივერსიფიცირების საშუალებები. რუსს რომ ეგონა სამყაროს ჭიპი ვარო და ყველაფერი ჩემს ირგვლივ უნდა ტრიალებდესო, აღმოჩნდა, რომ ცოტა სხვა ორგანოა და იმ მოტრიალეებსაც სხვა, უფრო მყარი ორგანოებიც ქონია. ცუდი არაფერი იფიქროთ. ერდოღანის მაგარი პანჩური და პუტინის რბილი საჯდომი მაქვს მხედველობაში.

 

3 - გაზის ახალი ნაკადები და გაზპრომის ახალი ხუშტურები

 

მოსკოვი, კრემლი, ვალოდია პუტინი და რუსეთი, გენეტიკური რუსული სიბრიყვე და გაზპრომი. ერთი და იგივე ცნებებია და ერთი და იგივე ფოცხზე მერამდენედ დაბიჯებაა.

 

ეს წუპაკი სუბიექტები წელში იგრიხებიან რომ 2019 წლისთვის ევროპას გაზი უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდონ. ხვდებიან, რომ ამას სრულად ვერ მოახერხებენ, მაგრამ იქნებ ნახევარი მაინცო და სარნაკრავივით დაეტაკნენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მშენებლობას. აფაცურდნენ, დაფაცურდნენ და ნახეს, რომ ბალტიის გავლით ბევრს ვერაფერს გაატარებდნენ. გადაწყვიტეს გაზის ნაწილი თურქეთის გავლით მიეწოდებინათ ევროპისთვის. თურქეთზე და რუსეთზე აღარაფერს ვიტყვი, რადგანაც ერდოღანმა ჩემზე უკეთესად უთხრა სათქმელი და უქნა საქნელიც.

 

ამ პროექტების ჯამური ღირებულება კი $25 მილიარდი აღმოჩნდა. რუსულ კორუფციულობასაც თუ დავუმატებთ კიდევ ბევრის დამატება მოუწევთ.

 

 

4 - ბუზი და რეალობა

 

ახლა ვნახოთ რეალობაში რა აქვთ.

 

2014 წელს, უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირება გაზპრომს 1000 კუბურ მეტრზე უჯდებოდა - 33 დოლარი. იგივე რაოდენობის ჩრდილოეთ ნაკადით ტრანსპორტირება - 43 დოლარი. ამ გზით 100 მილიარდიც რომ მიაწოდოს რუსეთმა ევროპას, დაკარგა თუ არა წუწკმა გაზპრომმა ბევრი-ბევრი მილიარდი? დაკარგა. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინასთან საქმე გაიფუჭა. გაიფუჭა საშვილიშვილოდ. არა მარტო უკრაინასთან დაკარგა და არა მარტო უკრაინასთან გაიფუჭა რა თქმა უნდა.

 

ახლა მეორე რეალობაც ვნახოთ. ამ წუპაკმა რუსის კაცებმა - არიქა ჩინეთი ჩვენი ძმაა, გაზი ნაჭირვებათ მაგათო და ე, ბიჭო მივაწოდოთ რამენაირადო. ერთი ევროპელებისაცო.

 

ჩინელმაც კაიო, მარა ჩემს საზღვრამდე მაგის მოტანის ხარჯი თქვენი იყოსო. პუტინს ისე სჭირდებოდა  თავის მშიერი მოსახლეობის თვალში „ვლადეიმირად“ გამოსვლა, რომ 30 წლიანი კონტრაქტი გააფორმებინა გაზპრომს და მერე დაიწყეს დათვლა.

 

ითვალეს, ითვალეს და აი რა დაითვალეს: მოპოვება, გადამუშავება, შენახვა და ჩინეთამდე ტრანსპორტირება სულ რაღაც 55 მილიარდი დაგვიჯდებაო. ეს პუტინმა თქვა 55-იო, თორემ გაზპრომი კი წკმუტუნებდა - არაა ეგ მაგდენი - ეგ 55 მილიარდი 100 მილიარდზე მეტიაო. იწკმუტუნა, იწკმუტუნა, მერე კარგად წაუთაქეს და ჩადუმდა.

 

100 მილიარდი კი გაზპრომის ფასზე ორჯერ მეტია.

 

რუსის გათვლებით ამ საქმეს 400 მილიარდი უნდა მოეტანა. ვინ იცის საიდან მოიტანეს ეს ციფრი, მაგრამ დავუჯეროთ და გავიხსენოთ - მაშინ ენერგორესურსების ფასი 100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ახლა სადღაც 50-თან ტრიალებს. მშენებლობის დამთავრებისთვის?  ღმერთმა იცის.


5 – ბუზივით გაფრენილი 400 მილიარდი

 

სხვათა შორის, ვინც ამ ამბებში ჩემზე უკეთესად ერკვევა ამბობს, რომ - ეგ პროექტი გაზპრომს ასიც დაუჯდება და ას ოცდახუთიცო. ჰოოდა! თუ ასეა და ძალიან გავს რომ ასეცაა, რადგან ისიც ეტყობა, რომ ფასები უფრო დაეცემა და ჩინელები ან მუქთად მიიღებენ გაზს, ან როგორც იმუქრებიან - თუ ფასი არ მომეწონა სულაც პაკისტანიდან და ირანიდან შევიძენო. არც არაბულზე ვიტყვი უარს და არც აზერბაიჯანულზეო. წერიაო იმ ხელშეკრულებაშიო -  თავად რუსები ჩივიან და რას ერჩი ჩინეთს

 

ახლა მესამე და ძალიან მოსალოდნელი რეალობა. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ იქეთ ჩინელი, აქეთ ევროპა და ვინ აღარა, ყველა რომ ეცდება ფასი დააგდოს? სანამ მთავარ კონკურენტ გაზპრომს სული არ ამოხდება? ვისაც არ სჯერა, მოიცადეთ 2018-დე და მერე მესროლეთ ეგ ქვა.

 

დაუჯდება გაზპრომს ჩინეთის გაზი ოთუსბირი და დააჯდება ის ბუზი, სათაურში რომ ბზუოდა.

 

მითქვამს მე - თქვენს მონა-მორჩილს, თეიმურაზ ხუნდაძეს. ქალაქ თბილისს. 2015-ის დეკემბერში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !