თბილისში 4 წლის გოგონას სექსმუშაკი დედა სახეზე საბანს აფარებდა, როცა კლიენტს მის საწოლში ემსახურებოდა

Image

თბილისში სექსმუშაკი 4 წლის გოგონას ხან თავზე საბნის გადაფარებას აიძულებდა, ხან კი - ყურსასმენით მუსიკების სმენას, როცა ბავშვი იმავე საწოლში იწვა, სადაც სექსმუშაკი კლიენტს ემსახურებოდა. ამ ფსიქოლოგიური ძალადობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ დღეს გააუქმა დედისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, რომელიც ბავშვის ბედით დაინტერესებული ადვოკატების ძალისხმევით გამოიწერა. 

 

ეს შემზარავი ისტორია თბილისში, ერთოთახიან ბინაში ხდებოდა: იმის გამო, რომ არამარტო სხვა ფართი, არამედ სხვა საწოლიც არ გააჩნდა, სექსმუშაკი კლიენტებს ბინაზე ღებულობდა, ხოლო როცა მათი მომსახურება ღამის საათებში უწევდა, სექსუალური მომსახურება იმ საწოლში ხდებოდა, სადაც 4 წლის გოგონა იწვა. ამასთან, თუ ბავშვს იმ დროს არ ეძინა, დედა მას ზემოთაღწერილი მეთოდებით „იშორებდა თავიდან“.

 

შედეგად, ბავშვს ფსიქიური აშლილობა ოფიციალურად დაუდგინდა. დიაგნოზი კოდით F91.3 კვალიფიცირდება, როგორც ოპოზიციურ-გამომწვევი აშლილობა, რაც გარე ფაქტორის ზემოქმედების შედეგია. დავადება ქრონიკულია.

 

„აფხაზეთის ხმა“ ესაუბრა გოგონას ადვოკატ ინგა არახამიას. ის ერთერთია მათ შორის, რომელთაც ბავშვის თანადგომისთვის და ოჯახური ძალადობის დაუჯერებელი ფორმისგან დახსნის მიზნით კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს.

 

სწორედ ადვოკატების ძალისხმევით გამოიწერა შემაკავებელი ორდერი დედაზე და ბავშვი საცხოვრებლად მამასთან გადავიდა, თუმცა, ადვოკატების ამ ძალისხმევას, სრულიად მოულოდნელად, წინ დიდი ბარიერები გადაეღობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკის, ზედამხედველი პოლიციელისა და სასამართლოს მეორე ინსტანციის სახით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, რის შემდეგაც ბავშვი საცხოვრებლად მამასთან გადავიდა, რომელსაც ის რეაბილიტაციის კურსებზე დაჰყავს. როგორც ინგა არახამია ამბობს, ბავშვს ფსიქიური აშლილობა აქვს და ეს შესამჩნევია ნებისმიერ, საყოფაცხოვრებო ნიუანსშიც კი.

 

გოგონას ბებია ამბობს, რომ რადგან ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვზე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, გოგონა თამაშის დროს სექსუალურ ხმებს გამოსცემს, ხოლო სარეაბილიტაციო ცენტრში, როცა თანამშრომელმა, რომელმაც არ იცოდა ბავშვის ისტორიის დეტალები, ტელევიზორში მულტფილმის ყურება ყურსასმენით შესთავაზა, რის გამოც ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა და ტირილით თქვა, რომ ყურსასმენს არასდროს გაიკეთებს...

 

ინგა არახამიას თქმით, სასამართლო პროცესზე პოლიციელმა განაცხადა, რომ ორდერი გამოსაწერი არ იყო, ხოლო სოცმუშაკმა, ასევე, არ დაუჭირა მხარი ორდერის გამოწერას, რითაც, ფაქტობრივად, უარი თქვა ბავშვის უფლებების დაცვაზე.

 

„პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოძალადე დედამ გაასაჩივრა, ხოლო მოსამართლეებმა ნინო ქადაგიძემ და მანანა ჩოხელმა პროცესზე დაიწყეს მტკიცება, რომ შვილები მათაც გაუზრდიათ და რომ რაც უნდა ცუდი იყოს, მაინც სჯობია, ბავშვი დედასთან გაიზარდოს“, - ამბობს ინგა არახამია.

 

ამასთან, ცნობილი ფაქტია, რომ გოგონას დედას ბავშვის თვალწინ მამამისი ჰყავს დაჭრილი, როცა ერთი წლის წინ ის ბავშვის წასაყვანად ქალთან ბინაში მივიდა. ინგა არახამიას თქმით, ბავშვის მამას მაშინ მოძალადე ქალის დედამ დაურეკა და სთხოვა, ბავშვისთვის ეშველა და წაეყვანა ბინიდან. ეს მაშინ მოხდა, როცა სექსმუშაკს მორიგი კლიენტი ჰყავდა, ხოლო ბინაში მოსულ ყოფილ ქმარს ნახევრად შიშველი გამოეკიდა და ბავშვის თვალწინ დანა დაარტყა...

 

ინგა არახამიას თქმით, მოსამართლეებმა მორიგება შესთავაზეს: „გავოგნდი, რას ნიშნავს, მოვრიგდეთ? ესე იგი, მოვურიგდეთ, რომ ბავშვთან საწოლში ისევ მიიღოს კლიენტები დედამ და ბავშვმა ამას უყუროს?“, - კითხულობს ადვოკატი.

 

ინგა არახამიას განცახდებით, სააპელაციო სასამართლო არც კი დაელოდა სამხარაულის ბიუროში დანიშნული ბავშვის ექსპერტიზის პასუხს და გადაწყვიტა, რომ ბავშვის მდგომარეობაზე დასკვნა სასამართლოში მოწვეულ ფსიქოლოგს უნდა დაედო, რომელიც ბავშვს დღეს მოსამართლის თანდასწრებით, მის ოთახში გაესაუბრა.

 

თხუთმეტწუთიანი საუბრის შემდეგ ფსიქოლოგმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი, სავარაუდოდ, არ არის ძალადობის მსხვერპლი და ეს მაშინ, როცა პოსტტრამვულ პერიოდში 4 წლის ბავშვის მიყვანა სასამართლოში ყოვლად დაუშვებელია: "როცა ჩვენმა ადვოკატმა ჰკითხა, რა ტესტები გამოიყენა ბავშვთან საუბრისას, მან უპასუხა, რომ არა ტესტები, არამედ თამაშები გამოიყენა..."

 

„აფხაზეთის ხმამ“ დამატებითი დეტალები მოიძია ბავშვთა ფსიქოლოგთან დაკავშირებით, რომლის დასკვნასაც დღეს სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო. აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვთა სახლებში, სადაც ის მუშაობდა, ხშირია ბავშვთა ფსიქიკური აშლილობის ფაქტები. ჩვენი წყაროს ცნობით, სწორედ იმ დაწესებულებაში, სადაც ზემოთაღნიშნული ფსიქოლოგი მუშაობდა, ბავშვი შენობის სახურავიდან გადმოხტა, ხოლო ერთერთი ტრენინგის დროს ამ ფსიქოლოგმა დასვა შეკითხვა და დაინტერესდა, თუ რა სახის დაავადება აუტიზმი...

 

საბოლოოდ, დღეს სააპელაციო სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გააუქმა, თუმცა, ბავშვი ჯერ ისევ მამასთან რჩება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება ბავშვის საცხოვრებლის განსაზღვრის შესახებ მამის სარჩელი. ბავშვი მამასთან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დარჩება.

 

ადვოკატი ინგა არახამია მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს, მთელ საზოგადოებას მოუწოდებს, ბავშვის ბედით დაინტერესდნენ და აქტიურობა გამოიჩინონ. 

 

შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !