24.000 ბილეთი საქართველოში გასაყიდად - ზვიად სიჭინავას მოთხოვნა სტადიონზე შესაძლო ცარიელი ადგილების პრევენციას უკავშირდება

Image

თბილისში 11 აგვისტოს დანიშნული ევროპის სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვის საკითხი საბოლოოდ ჯერაც არ მოგვარებულა, თუმცა, უეფას ინსტრუქცია უკვე არსებობს. 

 

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით ირკვევა, გაყიდვის დაწყების კონკრეტული თარიღი ცოტა ხანში გამოცხადდება, ბილეთებს კი ისევ biletebi.ge გაყიდის.

 

სანამ ბილეთებთან დაკავშირებით ვნებები დუღდა და გადმოდუღდა, საქართველოს ფეხბურთის მოყვარულმა მოქალაქეებმა და მათაც, ვისაც ზოგადად, ბურთიც ფეხებზე ჰკიდია და ფეხბურთიც, გული იჯერეს: ნაწილმა დეხბურთის ფედერაციისა და ზვიად სიჭინავას, ნაწილმა კი biletebi.ge-სა და მისი დამფუძნებლების ლანძღვით, რომელთაგან ერთი და მთავარი, სხვათა შორის, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მიზანდარია.

 

ბილეთების გაყიდვის ტექნიკურ დეტალებზე ახლა არ შევჩერდებით, ყურადღებას უფრო იმაზე გავამახვილებთ, რამდენად საფუძვლიანია პირდაპირ თუ ირიბად ზვიად სიჭინავას მისამართით გამოთქმული ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ის თითქოს უცხოელი ტურისტების შემოსვლას უშლის ხელს, როცა ბილეთების განაწილებას 80%-20% პრინციპით ითხოვს, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ.

 

ზვიად სიჭინავას გათვლებში ორი ფაქტორია ჩადებული: ერთი რომ, მისი თქმით, ეს არის „ევროთასი თბილისი 2015“, ამიტომ, უპირატესობა სწორედ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს უნდა მიენიჭოთ, ხოლო მეორე - კვოტების სხვაგვარად განაწილების შემთხვევაში, თბილისი, უბრალოდ, არ აღმოჩნდება მზად იმ რაოდენობის უცხოელი სტუმრების მისაღებად, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში უნდა დარჩნენ, მინიმუმ, ორი დღის განმავლობაში.

 

გადავხედოთ, რა მონაცემებსა და ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება ეს ლოგიკა. ცნობილი ფაქტია, რომ სუპერთასის მასპინძელი სტადიონი - „დინამო არენა“ 51 ათას მაყურებელს იტევს და დღეის მდგომარეობით, ყველაზე მცირე  - 15 536 გულშემატკივარი, სწორედ, ჩვენი ქვეყნის სტუმრები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები იქნებიან.

 

ამჟამინდელი მდგომარეობით, საერთო ჯამში, თბილისში არსებული მაღალი კლასის  შვიდი სასტუმროს ყველა - 1235 ოთახი დაჯავშნულია:

  • Tbilisi Marriott - 127 ოთახი
  • Courtyard Marriott – 118 ოთახი
  • Radisson – 249 ოთახი
  • Hotel Rooms – 141 ოთახი
  • Holiday Inn – 270 ოთახი
  • Hotel Preference Hualing Tbilisi – 230 ოთახი
  • Mercure Tbilisi – 100 ოთახი

 

ისიც ცნობილია, რომ საშუალოდ 15 536  ვიზიტორს, როგორც მინიმუმ, სასტუმროს 7000 ნომერი სჭირდება.

 

ცალკე თემაა ქალაქში ტურისტების ტრანსპორტირების საკითხი... შეგახსენებთ, რომ თბილისში არსებული საქალაქო ტრანსპორტის გარდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით,  დედაქალაქში  რეგისტრირებული ტაქსით მომსახურების 14 სააგენტო ოპერირებისათვის საერთო ჯამში მხოლოდ 631 მანქანას ფლობს. ტურისტულად აქტიურ პერიმეტრში კი, 150-მდე სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტია.

 

არ დაგვავიწყდეს ისიც, რამდენადაა მომზადებული თბილისი ამ რაოდენობის უცხოელი ტურისტის მისაღებად: ისინი, მინიმუმ, ორი დღის განმავლობაში ივლიან თბილისის ქუჩებში. ქუჩებში, სადაც ტროტუარები ნაჩქარევადაა "დალატკული", სდაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე საცობებია, სადაც არ არის ბიოტუალეტები... "ფეისბუქი", "ტვიტერი", სხვა სოციალური ქსელი აჭრელდება თბილისში გადაღებული სელფებით ქუჩებიდან, სასტუმროებიდან, სტადიონის ტუალეტებიდან...

 

ვიმეორებთ, ეს იმ შემთხვევაში, თუკი უცხოელებზე გათვლილი ბილეთები არ აღემატება 16.000-დე გულშემატკივრის მოთხოვნილებას და დანარჩენი ბილეთები საქართველოს მოქალაქეებზე გაიყიდება - რასაც ფეხბურთის ფედერაცია და პირადად ზვიად სიჭინავა თავიდანვე ლობირებდნენ. სხვა შემთხვევაში კი, უბრალოდ, ე.წ. ტურისტული კოლაფსის საშიშროება ძალიან მაღალია და ღიად რჩება კითხვა: რა გაკეთდა თბილისში 2012 წლიდან, ანუ, სუპერთასის ფინალის ადგილის დაკონკრეტების დღიდან დღემდე იმისთვის, რომ საქართველოს დედაქალაქი მზად ყოფილიყო ამ რაოდენობის უცხოელი ტურისტის ერთდროულად მისაღებად? ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? 

 

სწორედ ამით, ანუ, საქართველოს გულშემატკივრებზე გათვლით იყო განპირობებული ის ფაქტიც, რომ ევროპის სუპერთასის ფინალის ბილეთების ფასი ყველაზე დაბალია აქამდე ჩატარებული მატჩების დროს გაყიდული ბილეთების ფასებთან შედარებით.

 

და ბოლოს, რაც შეეხება სათაურშივე ატანილ მოცემულობას - სტადიონზე შესაძლო ცარიელი ადგილების შესახებ. რასაკვირველია, ლოგიკა ცოტა ძნელი საპოვნელია: ასეთი დონის მატჩი, სუპერთასის ფინალი, საფეხბურთო სამყაროს ლეგენდები მოედანზე და - ცარიელი ადგილები? როგორ?

 

შევეცადოთ, ეს ფაქტორი თუ საფრთხეც ავხსნათ: თუკი მოთხოვნილი კვოტა არ იქნება დაცული, ხოლო ბილეთები, ჩვეულებრივ, ონლაინრეჟიმში გაიყიდება ყველა მსურველისთვის, მათ შორის, უცხოელებისთვის, რასაკვირველია, ისინი შეიძენენ ამ ბილეთებს, მაგრამ შემდეგ, ცხადია, თბილისში სასტუმროს დაჯავშნაზეც იზრუნებენ. და რა გამოვა აქედან? აღმოჩნდება, რომ თბილისის ყველა სასტუმროში ადგილები უკვე დაჯავშნულია...

 

ფეხბურთის უცხოელი გულშემატკივრები დადგებიან არჩევანის წინაშე: ალალბედზე, ღამისთევის ბუნდოვანი პერსპექტივით ჩავიდნენ თბილისში თუ კომფორტულად მიუსხდნენ ტელევიზორის ეკრანებს და მათ შორის, დიდ ეკრანებსაც, რომლებიც ბევრგან იქნება დამონტაჟებული... ვფიქრობთ, იმის საშიშროება, რომ ასეთ შემთხვევაში პოტენციურმა ტურისტმა უარი თქვას საქართველოში ჩამოსვლაზე, ნამდვილად არსებობს, მით უმეტეს, მისი დანაკარგი, ბილეთის დაბალი ფასის გათვალისწინებით, ტრაგიკული არ იქნება...

 

რასაკვირველია, ჩვენ ვერ გამოვთვლით, რამდენი გულშემატკივარი უცხოელი იქცევა ჩვეულებისამებრ: ჯერ ყიდულობს ბილეთს, მერე მშვიდად რეკავს მატჩის მასპინძელ ქალაქში და უკვეთავს სასტუმროს... ისინი ვერ წარმოიდგენენ, რომ ნომრის დაჯავშნა შეუძლებელი იქნება.

 

ყოველი ის ტურისტი-გულშემატკივარი კი, რომელიც თბილისში ჩამოსვლაზე უარს იტყვის იმის გამო, რომ აქ სასტუმროს ვერ დაჯავშნის, უდრის თავისუფალ, ცარიელ ადგილს სტადიონის ტრიბუნებზე...

 

როსტომ გადელია, სპეციალურად "აფხაზეთის ხმისთვის"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !