-
2015-01-25 01:48
„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც თვითმხილველის ცნობასა და გადაღებულ ფოტოებს ეყრდნობა, თბილისში, სასტუმრო „რედისონთან“, დაახლოებით 40 წუთის წინ პოლიციელი სცემეს.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭმა დაცვის პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც დაცვამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ახალგაზრდა დაკავებულია. თვითმხილველის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ლევან გაჩეჩილაძის ვაჟია, ის ამ დრომდე საპატრულო პოლიციის მანქანაში ზის და პოლიციელები ესაუბრებიან.
თვითმხილველი ვერ აკონკრეტებს, ლევან გაჩეჩილაძის რომელი ვაჟია დაკავებული: რატი, გეგა თუ კონსტანტინე. მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ დაცვის პოლიციის თანამშრომლები პირად საუბარში ამბობდნენ, რომ პოლიციელს ხელი „გრეჩიხას“ უმცროსმა ბიჭმა“ დაარტყა.
ჯერჯერობით უცნობია, გადაიყვანენ თუ არა დაკავებულს პოლიციის განყოფილებაში. შსს-ს პოზიციას ამ ინციდენტთან დაკავშირებით, მისი გამოთქმისთანავე გაგაცნობთ.


