-
2015-01-22 21:59
ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სამი მანქანის შეჯახებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
ერთმანეთს ორი ჯიპი და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. „ოპელს“, რომელიც შეჯახებისას შუაში მოჰყვა, ცეცხლი გაუჩნდა, შიგ მჯდომი მძღოლი კი, სავარაუდოდ, დაიღუპა - მან მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო, ცეცხლის ჩაქრობა კი ვერ მოხერხდა.
ორი მძიმედ დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ წუთებში ორთაჭალაში საპატრულო და სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული.