
შოუმენის თქმით, ნინი ბადურაშვილსა და ირაკლი კუტალაძეს ისეთი ტიპები ჰყავთ გარშემო, ერთად რომ მოუნდეთ კიდეც ყოფნა, არ გამოუვათ.
„თავიდან, რომ დაიწყო ირაკლისა და ნინის სიყვარულის ამბავი, ირაკლი კარგა ხანს მიმალავდა. ის საერთოდ აზრზე არ იყო, ვინ იყო ნინი ბადურაშვილი.
გაიცნო გოგონა, მოეწონა და მერე გაარკვია, რომ ძალიან პოპულარული ყოფილა თბილისში. მათი ქორწილის წამყვანი ვიყავი... მერე რაც მოხდა, ძალიან საწყენია. ამ გრძელ ომში არც ნინის მხარეს ვარ და არც ირაკლის. ირაკლის არ ვეუბნები, კარგი ტიპი ხარ, ამ თემაზე ამდენი რომ ილაპარაკე–მეთქი.
ახლა მათ შორის რა ხდება, არ ვიცი, ექვსი თვე დავეკარგეთ ერთმანეთს მე და ირაკლი, თავიდან მეჩხუბა, სად დაიკარგეო, მაგრამ მერე დავსხედით და ზუსტად ხუთ წუთში მიამბო ყველაფერი. შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები მაჩვენა.
ირაკლის თბილისიდან მისდის ინფორმაცია, რომ ნინი კარგად გრძნობს თავს, ნინის მოსდის ინფორმაცია, რომ ირაკლი გრძნობს კარგად თავს, ბედნიერია და უერთმანეთოდ კარგად არიან. ღმერთმა ორივეს ხელი მოუმართოს ხელი. არავის გაკიცხვას ან შექებას არ ვაპირებ.
ორივეს ისეთი ტიპები ჰყავს გარშემო, ერთად რომ მოუნდეთ კიდეც ყოფნა არ გამოუვათ. ყველამ ჩაისვარა და ყველამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნინი და ირაკლი ერთად არ ყოფილიყვნენ, ამ დროს კი მათ მეგობრები ჰქვიათ.
ან შეიძლება, მეგობრები იმდენად ცოტანი არიან, რომ „კეთილისმსურველებს“ ვერ აჯობეს“, - აცხადებს აჩი ფურცელაძე.
„რეიტინგი“