
ტელეწამყვანის თქმით, როგორც ქალები, მამაკაცებიც ისევე უნდა ზრუნავდნენ თავიანთ გარეგნობაზე.
„სიმართლე გითხრათ, პლაჟზე სიმპათიურ ბიჭებს ვერ ვხედავ. ქართველი მამაკაცები ძირითადად ბანჯგვლიანი და ღიპიანი არიან.
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ალბათ ბევრი მამაკაცი იტყვის, ჩვენს ღიპებს რომ უყურებთ, თქვენს თავს მიხედეთო, მაგრამ ამას ჩემს თავზე არ მივიღებ. მე ერთი მამაკაციც ვერ მეტყვის, შენს თავს მიხედეო, რადგან ზედმეტი ხორცი არსად მაქვს.
ქართველი უსაქმური კაცები ქართველ ქალებს უკრაინელ გოგოებს ადარებენ და ამ დროს თავიანთი ბალნიანი ღიპები არ ახსოვთ.
როგორც ქალი უნდა იყოს ესთეტიკურად კარგი შესახედი, მამაკაცებიც ისევე უნდა ზრუნავდნენ თავიანთ გარეგნობაზე“, - აცხადებს ეკო ფანგანი.
„სარკე“