
ნანუკა გულუას მსახიობის ამპლუაში უკვე იცნობთ, მას შემდეგ, რაც ის მაყურებელმა სერიალ "ჩემი ცოლის
დაქალებში" ნახა მალევე შეიყვარა.
ნანუკა სერიალში დღემდე აქტიურად მონაწილეობს და თავის თაყვანისმცემლებს პერსონაჟ დოჩის
კიდევ უფრო მეტად აყვარებს.
საზოგადოების დიდმა ნწილმა ისიც იცის, რომ ნანუკა გადაღებებში მონაწილეობის გარდა
შესანიშნავი დიზაინერიცაა. აქვს ბუტიკი - ატელიე "ქორდეროი", რომელიც ქალბატონებს
გამორჩეულ სამოსს სთავაზობს:"ვცდილობთ ვიყოთ განსხვავებულები, ქორდეროი ძირითად აქცენტს
ხარისხზე აკეთებს, ჯერჯერობით მხოლოდ ქალის სამოსს ვკერავთ, თუმცა მამაკაცების ხაზის შე
ქმნაზეც დიდი მოთხოვნაა, გვინდა, ფეხი მოვიკიდოთ ამ საქმიანობაში და მამაცაცის ხაზზეც
ვიფიქრებთ"-აღნიშნა ნანუკამ რადიო"აფხაზეთის ხმასთან" საუბარში.
ქორდეროიში მისულ ქალბატონებს თქვენთვის საყვარელი მსახიობი სასურველი სამოსის შერჩევაში
აუცილებლად დაგეხმარებათ.
ბრენდის ბოლო კოლექცია პასტელურ და კაშკაშა ფერებშია შესრულებული, ასევე გამოყენებულია ასიმეტრიული
ფორმები.
ფოტოალბომი:
მარიამ ნებიერიძე