
პრესისა თუ მედიის ინტერესის ობიექტები ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები
ხშირად ხდებიან, განიხილავენ მათ ჩაცმის სტილს, პირად ურთიერთობებსა თუ კარიერულ
წინსვლებს.
ყვითელი პრესა ხშირად წერს სტატიებს იმის შესახებ, თუ ვის ანდობენ ქართველი
მომღერლები, მსახიობები თუ სპორტსმენები თავიანთ გარეგნობასა და ვარცხნილობას.
როგორც აღმოჩნდა, შოუბიზნესის წარმომადგენლები ხშირად სილამაზის სალონ
„Be one/ბი ვან“-სა და მის ერთ-ერთ მფლობელს,სტილისტს ბადრი ფევაძეს სტუმრობენ.
რადიო“დარდიმანდმა“ გადაწყვიტა „Be one/ბი ვან“-ის ერთ-ერთ მფლობელს გასაუბრე
ბოდა, ეს კი ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მომღერალი დათუნა მგელაძე აღმო
ჩნდა.
როგორც მომღერალი ამბობს, სალონის გახსნის იდეა მას ბადრი ფევაძემ შესთავაზა.
„Be one/ბი ვან“-ი სულ რაღაც ერთი წელია რაც არსებობს და მუდმივი მომხმარებელი
უკვე შეიძინა. მას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ხშირად სტუმრობენ:“ვცდილობთ,
ჩვენთან მოსულ ადამიანებს სასიამოვნო და კომფორტული გარემო შევუქმნათ“
გარდა იმისა, რომ სალონში ლამაზი ვარცხნილობის შერჩევა შეგიძლიათ, პარალელურად
ესტეთიკის ცენტრითაც ისარგებლებთ: “გვყავს საუკეთესო კოსმეტოლოგები, პედიკურ- მანი
კურის სპეციალისტები და იმ შემთხვევაში, თუ გნებავთ შეისწავლოთ ახალი პროფესია და
გახდეთ სტილისტი „Be one/ბი ვან“-ი სასწავლო კურსსაც გთავაზობთ“
მომღერალი გარდა ამ საქმიანობისა, ახალ სიმღერებზეც მუშაობს და მას მსმენელი მალე
იხილავს.
მარიამ ნებიერიძე