
ნოე სულაბერიძემ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალის რეიტინგი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მზგავსი
სტატუსების წერა არ ჩვევია, თუმცა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალმა წლის რეიტინგი დადო.
„არ მჩვევია, ეს ერთი მაპატიეთ. წლების რეკორდი მოიხსნა უბრალოდ, p.s. ყველას მადლობა მოლოცვისთვის
და გამეტებული კეთილი სიტყვებისთვის“, აღნიშნა ტელეპროდიუსერმა .
ნოეს პოსტ მომღერალი სოფო ნიჟარაძე გამოეხმაურა და სხვა რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ „მხოლოდ
ქართულს“ და ,,ცეკვავენ ვარსკვლავებს” თითქმის იდენტური რეიტინგები ჰქონდათ. „ხომ იცი, როგორც მიყვარხარ და
შენი წარმატება მიხარია, მაგრამ რეალური რეიტინგი გამოიყურება ასე მეტს აღარ ვაგრძელებ, შენთან მეგობრობა
ყველა რეიტინგს მირჩევნია“.
ნოემ სოფოს შემდეგნაირად უპასუხა:
„თავდასხმას კი ველოდი, მარა შენ ბოლომდე მჯეროდა, ამ სქრინს ამაყად გაატარებდი. სქრინს არც კი ,,გიჰაჰავებ”,
ჩვენს მეგობრობას ეს ბუნდოვანება რამენაირად რომ არ შეეხოს. ამ რეიტინგებზე მეტად მეძვირფასები“.