-
2014-10-22 13:47
შემთხვევა მოსკოვთან ახლოს, პატარა ქალაქ ლობნიაში მოხდა.
უცნობი პირი მალულად ელექტრომატარებლის კაბინაში აძვრა, ერთი სექცია თვითნებურად დაქოქა და მე-10 ლიანდაგზე გავიდა, სადაც სხვა შემადგენლობა იდგა.
გამტაცებელმა მატარებლის დამუხრუჭება დროულად ვერ მოახერხა და ელექტრომატარებელი შემადგენლობას შეეჯახა.
საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ვაგონები მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა როგორც ჩანს თავად გამტაცებელი გადარჩა, რადგან ადგილიდან მიმალვა მოახერხა. მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.
მოსკოვის რკინიგზის დეპარტამენტის მონაცემებით, საბედნიეროდ, ავარიას მატარებლების მოძრაობის განრიგზე გავლენა არ მოუხდენია.





