-
2014-10-14 11:30
ნორვეგიაში 12 წლის თეას და 37 წლის საქმროს ქორწინების ინფორმაციამ თავისუფალი ცხოვრების მოყვარული სკანდინავიელებიც კი აღაშფოთა.
ინტერნეტში შეიქმნა რამდენიმე საიტი, რომელმაც მომავალი ქორწინების ჩაშლას აქტიურად მოითხოვდა.
დაგეგმილი ცერემონია მაინც გაიმართა. თუმცა საკურთხეველთან მისულმა გოგონამ დაქორწინებაზე უარი განაცხადა და ქორწინებაც ჩაიშალა.
როგორც აღმოჩნდა, ეს სკანდალური ქორწინება არასამთავრობო ორგანიზაციების პროვოკაციული აქცია გახლდათ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არასრულწლოვანი გოგონების დაქორწინებას ეწინააღმდეგებიან.
ნორვეგიული უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 39 ათასი არასრულწლოვანი გოგონა ქორწინდება, ხოლო ეს პროვოკაციული აქცია, რომელმაც მოსახლეობა აღაშფოთა, საუკეთესო საშუალება იყო ამ პრობლემისათვის ხალხის ყურადღების მისაპყრობად.
„კვირა“