-
2014-10-10 18:20
ქალთა, ბავშვთა და ოჯახების საკითხების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი, ელენა ბორისოვნა რუსეთის ყველა მოქალაქე ქალბატონს მოუწოდებს, პრეზიდენტისგან შვილი გააჩინოს
არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რამდენიმე ლამაზმანი, კრემლის წინ აქციებს რომ აწყობდა და ,,ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, შენგან შვილი მინდა’‘, გაჰყვიროდა.
მიზულინას ინიციატივა მსოფლიოს ერთ-ერთი ზესახელმწიფოს პირველთან რომანტიკული ღამის გატარებას სულაც არ გულისხმობს. მისი არსი მხოლოდ ისაა, რომ პუტინის შვილების პოტენციური დედები, სურვილის შემთხვევაში, პრეზიდენტის ,,გენეტიკურ მასალას’‘, ანუ სპერმას შინ მიიღებენ, თანაც არც მეტი არც ნაკლები - ფოსტით.
მოკლედ, პუტინის სუპერგამრავლების სქემა და პროცესი ასეთია: დარეკავთ შესაბამის ნომერზე, დააფიქსირებთ ვინაობას და პუტინის შვილის გაჩენის ცხოველ ჟინს, დატოვებთ მისამართს, თუ რუსეთის საზღვრებსმიღმა ხართ, გადაიხდით გარკვეულ თანხას და დაელოდებით ამანათს.
აი, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი, პრეზიდენტის გენეტიკური მასალა უფასო იქნება. მეტიც, ქალებს, რომლებიც ამგვარად დაორსულდებიან, გარკვეული ფინანსური დახმარება დაენიშნებათ და სხვადასხვა შეღავათითაც ისარგებლებენ.
სახელმწიფო პატარა პუტინებზეც განსაკუთრებულად იზრუნებს - მათ სპეციალურ დაწესებულებებში აღზრდიან, სადაც სამშობლოსა და პირადად პრეზიდენტის უსაზღვრო სიყვარულსა და ერთგულებას ჩაუნერგავენ.
მათ ასევე შეუერთდებიან პატარა პუტინები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - კრემლი იზრუნებს, რუსეთში მათ ჩაყვანაზე. ელენა ბორისოვნა დარწმუნებულია, რომ წლების შემდეგ, სწორედ ისინი შექმნიან ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას.
„ვერსია“