-
2014-06-04 20:12
ბაგრატიონების დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ესპანეთში ცხოვრობს და იქ სასურველ სასიძოდ ითვლება. მას „ფეისბუქზე“ ძალიან ცოტა ქართველი მეგობარი ჰყავს. მათ შორის არის მერსი სულხანიშვილი.
გახდება თუ არა საქართველოს დედოფალი მერსი სულხანიშვილი და რა ურთიერთობა აქვს პრინცთან, მოდის ბლოგერი და ტელეწამყვანი თავად საუბრობს.
„ამ ჭორის გარდა ყველაფერს ველოდი. ძალიან გამამხიარულე. მე და უგოს საერთო მეგობრები გვყავს. ივენთებზე ვხვდებით ხოლმე. ბოლოს ბესსარიონისა და დაშა მალიგინას ივენთებზე გადავიკვეთეთ. იგი უშუალო, თბილი, მეგობრული, ყურადღებიანი ადამიანია. პოზიტივი მოდის მისგან. როცა უგო გავიცანი, მალევე დავმეგობრდით „ფეისბუქზეც“...
იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, გვარის ან წარმომავლობის, თუნდაც ფინანსების გამო ვიღაც რომ შევიყვარო... არასოდეს თქვა არასოდეს. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია“, - განაცხადა მერსი სულხანიშვილმა.
http://www.reitingi.ge/top-news/2182-ra-khdeba-ugo-bagrationsa-da-mersi-sulkhanishvils-shoris-pozitivi-modis-misgan.html?lang=ka-GE