
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ოთხი მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ოჯახის წევრია.
„განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისევ ერთი ქალბატონი, რომელიც იყო მარნეულის შემთხვევა. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კიდევ რამდენიმე პაციენტი ემზადება გაწერისთვის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში რაც იყო დღეს ახალი დამატებული შემთხვევები, არ არის ახალი კლასტერები. ოთხი ადამიანია მარნეულელი ქალბატონის ოჯახის წევრები, მათთან ჰქონდა ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტი“ ,- განაცხადა იმნაძემ.