რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება

Image

 რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.

 

ინფორმაციას და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების თარგმანს სოციალურ ქსელში რუმინეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი აქვეყნებს.

რუმინეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ყველა მართლმადიდებელ მორწმუნეს, რუმინეთსა თუ დიასპორაში შეეძლებათ, თვალი ადევნონ ლიტურგიას და სხვა მსახურებებს საპატრიარქოს ტელევიზიით, რადიოს ან სხვა სადგურების მეშვეობით.

მრევლს სინოდმა რჩევა მისცა სახლებში მოაწყონ სამლოცველო ოთახი. სამრევლოს ყველა მორწმუნის სახელი, სინოდის გადაწყვეტილებით, მოხსენებული იქნება წმინდა ლიტურგიაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ წირვაში, არამედ მხოლოდ სულიერად, დისტანციურად. ამ პერიოდის განმავლობაში, მორწმუნეები კავშირში იქნებიან სამრევლოს მღვდელთან, განსაკუთრებით კი მოძღვრებთან. მორწმუნის თხოვნის შემთხვევაში მღვდელს შეეძლება, მივიდეს მასთან სახლში სულიერი საუბრებისთვის, აღსარებისთვის და ზიარებისთვის, თავდაცვის ნორმების შესაბამისად, პირბადეებისა და სანიტარული ხელთათმანების ჩათვლით.

ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოებები ჩატარდება საკულტო ადგილას და მასში მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ რვა ადამიანი. მიცვალებულის პანაშვიდი ჩატარდება ეკლესიაში, სპეციალურ სამლოცველოში ან სასაფლაოზე, ასევე რვა ადამიანის მონაწილეობით.

აღსარება და ზიარება ავადმყოფი მორწმუნეებისა საავადმყოფოებში ჩატარდება საავადმყოფოს წესების შესაბამისად. ავადმყოფი მორწმუნეების სახლში აღსარება და ზიარება მღვდლის მიერ, შემდგომი პროცედურების დაცვით ჩატარდება: მღვდელი შეავსებს დეკლარაციას თავისი გადაადგილების შესახებ იმ წესით, რომელსაც დაადგენს ხელისუფლება, სადაც აღნიშნავს გადაადგილების მიზეზს. მორწმუნეთა სახლში შესვლისას მღვდელი გამოიყენებს ერთჯერად ფეხსაცმელს, ჰიგიენურ პირბადეს, დაიბანს ხელს საპნით, წყლითა და სადეზინფექციო საშუალებით. გამოიყენებს მხოლოდ საკულტო წიგნსა და ოლარსლიტურგიკულ ჭურჭელს ავადმყოფის ზიარებისთვის, ნივთებს, რომლებიც მანამდეც და ზიარების შემდეგაც იქნებიან დეზინფიცირებული.

რუმინეთის ეკლესიის სინოდმა შეაჩერა წმინდა ზეთისცხების მსახურება, სანაცვლოდ მღვდლებს დაავალა მოუწოდონ მორწმუნეებს, ზეთისცხების ნაცვლად ოთხშაბათს და პარასკევს, წაიკითხონ მკურნალი წმინდანების დაუჯდომლები.

რეგულარულად ჩატარდება ეკლესიის კარიბჭეების, საეკლესიო ავეჯის და ზედაპირების დეზინფექცია, საკულტო ნაგებობის განიავება. მოხდება სამრევლოებისა და მონასტრების სოციალური საქმიანობის ადაპტირება ახალი სოციალური და სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე.

რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა მოუწოდა მორწმუნეებს, არ გამოვიდნენ სახლებიდან, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !