
გერმანიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომები გაამკაცრა. ამის შესახებ AFP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კერძოდ, 2 ადამიანზე მეტს შეკრება აღარ შეუძლიათ.
აკრძალვა 2 კვირის განმავლობაში იმოქმედებს. მის შესრულებას კი პოლიცია გააკონტროლებს.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში დაავადებულთა რიცხვი 24 ათასს აღემატება, გარდაცვლილია 92 ადამიანი.