
გამოძიების ვერსიით, 2019 წლის 29 ივნისს ანტონ ბერეჟნი კურკსკის სადგურზე დანით თავს დაესხა
რომან ედალოვსა და ევგენი ეფიოვს, რომლებიც გეი კლუბიდან ბრუნდებოდნენ.
ევგენი ეფიმოვი თავდასხმას გადაურჩა, მაგრამ რომან ედალოვი ადგილზე დაიღუპა.
გადარჩენილი მოწმე ამბობდა , რომ თავდამსხმელმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა.
"აგრესია, სავარაუდოდ, ზუსტად ორიენტაციასთანაა დაკავშირებული... ჩვენ ყოველდღიური ტანსაცმელი გვეცვა და,
ალბათ, ის გვითვალთვალებდა. ჩვენ ღამის კლუბიდან ვბრუნდებოდით".
ანტონ ბერეჟნის მკვლელობასა და ცემაში ედებოდა ბრალი. როგორც ადვოკატმა განმარტა,
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ნაწილში ბერეჟნი გაამართლეს, თუმცა ცემის ნაწილში ის დამნაშავედ ცნეს.
ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება 6 თებერვალს მიიღეს.