რუსული ბომბები სირიაში ISIS-ის პოზიციებიდან 50 კმ-ში, ამბოხებულთა ბაზირების ადგილზე ცვივა - ფოტოანალიზი

Image

რუსული, ხელისუფლებისგან მართული მედიასაშუალებები ისევ აგრძელებენ მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სირიაში რუსეთის საბრძოლო ავიაციის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ, რათა მიაღწიონ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებას ან შესუსტებას, ასევე, დასავლეთის ქვეყნებთან რუსეთის მონაწილეობით ანტიტერორისტული კოალიციის შექმნას. 

 

ამის შესახებ წერს საერთაშორისო ვოლონტერთა საზოგადოება InformNapalm და საკუთარ ვებგვერდზე იმის დამადასტურებელ მასალებს აქვეყნებს, რომ რუსეთის ავიაციის დარტყმები და ფრთოსანი რაკეტების ჩამოვარდნის ადგილი, არცთუ იშვიათად, იქ არ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებია განთავსებული. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ რომ ძნელი გასარკვევია, ეს ხდება სიზუსტის მექანიზმის არქონის, შეგნებულად მიზნის შეცვლისა თუ კიდევ სხვა მიზეზებით.

 

მაგალითად, 17 ნოემბერს რუსეთის ავიაციამ სირიაში დარტყმები ჩაატარა. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 34 საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მაგრამ სად ჩამოცვივდა ისინი?

 

მაგალითად, ერთერთი ასეთი რაკეტა X-55, რომელიც „ტუ-160“ ან „ტუ-95 მს“ თვითმფრინავიდან გაუშვეს, სირიის ქალაქ მაარატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პროვინცია ინდლიბში ჩამოვარდა. ჩამოვარდნის ადგილის ფოტოზე შესაძლებელია ამ რაკეტის ნარჩენებისა და რუსული წარწერების ნახვა.

 

raket1.jpg

raket2.jpg

raket3.jpg

 

 

ეს ფოტოები რუსეთის არმიის გენშტაბმაც გამოაქვეყნა, თუმცა, როგორც ჩანს, იქ არ იციან, რომ მაარეტ ალ-ნუმანის დასახლება სირიელი ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. საბრძოლო მოქმედებათა რუკაზე, სადაც მწვანედ მონიშნული ადგილები ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა მიერ კონტროლდება, კარგად ჩანს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ფრონტის ხაზამდე, მინიმუმ, 50-60 კმ-ია და ქალაქი ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ცენტრში მდებარეობს.

 

raket.jpg

 

 

ანუ, გამოდის, რომ რუსული ავიაციის დარტყმების სიზუსტეში ცდომილება, საშუალოდ, 50 კმ-ია, ასეთი დარტყმები კი არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალპროფესიულად. სხვათა შორის, ეს მაარეტ ალ-ნუმანზე რუსული სამხედრო ავიაციის შეტევის მეორე შემთხვევაა. პირველი დარტყმა ქალაქზე 30 ოქტომბერს მოხდა და მაშინ 7 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა. 

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !