რეზო ამაშუკელის ლექსი: „საქართველოს კომკავშირს“

Image

ჰომოფობიური და არაკორექტული ლექსიკით გამორჩეული პოეტის რეზო ამაშუკელის ერთი ლექსი, რომელიც მან საქართველოს კომკავშირს მიუძღვნა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოპულარობით სარგებლობს. 

 

ეს ამ პოეტის მეორე ლექსია, რომელიც ელექტრონულ სივრცეში არსებულ მის რჩეულში არ შედის, მაგრამ პოპულარულია. პირველი ლექსი ედუარდ შევარდნაძეს ეძღვნება და სოხუმის დაცემის წინადღეს, 1993 წლის 26 სექტემბერსაა დაწერილი. მას „წერილი ედუარდ შევარდნაძეს სოხუმში“ ჰქვია. „დიაღ, სამშობლო შენი ღირსია, მთლად დარუბანდით და დარიალით!“ - მიმართავს პოეტი შევარდნაძეს.

 

საქართველოს კომკავშირს

ავტორი - რეზო ამაშუკელი

 

რაიც გაკეთდა,
დღეს რაც არის,
ხვალ რაც იქნება,
ახალ ქარხნებად,
სართულებად,
ზვრებად, წიგნებად,
ყველა სიმაღლე, ყველა ზღვარი,
ყველა მიგნება,
მე მჯერა, მჯერა –
– შენი ხელით ჩამოიქნება…

 

შენ შენი მრწამსით
კვალში მისდევ ცხოვრების
გრიგალს
მამულის დროშა განწმენდილი
ამაყად მიგაქვს!

 

მთლად საქართველო
ამ დღეებში აიღებს ჭიქას
და დაგილოცავს
თავდადებას,
კაცობას,
ჯიგარს!

 

მეც შენად ვფიქრობ, –
უსწორდება ისარს ისარი:
– ისე ვბერდები
ვერაფერი ვერ მოგისწარი,
ხარ დედის სინდის–ნამუსივით
დასაფიცარი,
ბავშვივით სუფთა, გულმართალი
და გულთმისანი!

 

ახალგაზრდობა შემობრუნდა ბუმერანგივით,

ისევ მეძახის თეთრ ტაძარში შენი ყრილობა!

მინდა ბავშვივით გადავიხსნა
გულზე პერანგი
და დაგანახო
სიყვარულის ცხელი ჭრილობა!

 

მე შენი ძუძუს ხსენი ისევ
ძარღვში დამიდის,
ვარ კალატოზი
შენი ძეგლის და პირამიდის,
მე სული ჩემი
გადავხურე შენი კრამიტით,
ავივსე შენი ატმის კვირტით,
შენი ამინდით!

 

შენი სიმაღლით,
შენი რწმენით,
შენი წარსულით,
ცისკენ წასულით,
მარადიულ თეთრი ასულით,
შენი წვალებით,
გამარჯვებით ფანტასტიურით,
შენი ბორისით,
კოშევოით,
შენი იურით!

 

ვიგონებ დღეებს
ცისფერ სხივში გადარხეულებს,
– იყავი მუდამ
აღმავალი სხივით მმოსავი,
მე შენი სიბრძნე
მინათებდა ფერმკრთალ
რვეულებს,
შენ იყავ ჩემი ჭაშნაგირიც,
გზის დამლოცავიც!

 

თმა შეივერცხლა,
გული დაცხრა,
ალბათ დროც არის,
ვერ დაგაწიე სიყვარულის
სიტყვა ფრთოსანი,
მაგრამ ის ცეცხლი აღტაცების
განა შორს არი.

 

– გულზე ბდღვრიალა მზე
ფათქუნებს
მიმინოსავით!

 

 

amashuk.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !