
რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხი ავრცელებს კადრებს, სადაც ასახულია, რა წარწერებს უკეთებენ რუსი სამხედრო მფრინავები ბომბებს, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე უნდა ჩამოაგდონ.
"ჩვენებისთვის!"; "პარიზისთვის!" - აწერია ბომბებს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ დეირ-ზორას მონაკვეთში საჯაერო თავდასხმების შედეგად განადგურებულია 600 ბოევიკი, ტერორისტთა მოსამზადებელი 23 ბაზა, 19 ქარხანა და 47 საწყობი.
შოიგუს თქმით, რუსმა სამხედრო მფრინავებმა სირიის მიმართულებით დღემდე სულ 522 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, 101 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს და 1,4 ათასი ტონა, სხვადასხვა დანიშნულებისა და სიმძლავრის ბომბი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, სულ განადგურებულია მტრის 826 ობიექტი.
ამის მიუხედავად, აშშ და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურად ეკიდება რუსეთის როლს ანტიტერორისტულ ოპერაციაში და აცხადებს, რომ რუსი მფრინავები, ძირითადად, ბაშარ ასადის ოპოზიციის ბაზებსა და ობიექტებს ბომბავენ. დღეს ლიტვის პრეზიდენტმა ცალსახად განაცხადა უარი იმ კოალიციაში შესვლაზე, სადაც რუსეთიცაა ჩაბმული, როგორც საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლი ქვეყანა.
იხილეთ ამავე თემაზე: რუსული ბომბები სირიაში ISIS-ის პოზიციებიდან 50 კმ-ში, ამბოხებულთა ბაზირების ადგილზე ცვივა - ფოტოანალიზი