-
2015-11-16 12:23
აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი ადასტურებს, რომ რუსეთს კონტაქტი და კავშირები აქვს მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულ „ჰეზბოლასა“(„ჰიზბალაჰი“) და „ჰამასთან“.
მოსკოვმა ოფიციალური პირის სახით უარი განაცხადა „ჰეზბოლას“, „ჰამასისა“ და „ქურთისტანის დემოკრატიული ერთიანობის პარტიის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეტანაზე. ამის შესახებ ბოგდანოვმა ვენაში, სირიის საკითხის განხილვისას განაცხადა.
„ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ „ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციაა. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ მტკიცებას და ვინარჩუნებთ მასთან კონტაქტებსა და კავშირებს, ეს აბსოლუტურად კანონიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციაა“, - განაცხადა ბოგდანოვმა.
„იგივეს ვიტყოდი „ჰამასზე“. ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ის ტერორისტული ორგანიზაციაა, მაგრამ ჩვენ ასე არ მივიჩნევთ, რადგან ეს გაერთიანება პალესტინის საზოგადოების ნაწილია“, - თქვა მან.