-
2015-11-05 22:12
კრასნოიარსკის ბიბლიოთეკაში, „ხელოვნების ღამის“ აქციის ფარგლებში, წარმოადგინეს ვლადიმირ პუტინის პორტრეტი უსინათლოებისთვის. პორტრეტი რელიეფურია და პუტინის ანფასს წარმოადგენს. ის რუსეთის ლიდერის სახის ნაკვთების კონტურებს ზედმიწევნით იმეორებს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის პუტინის პორტრეტები სხვადასხვა სახით გამოსახულია მაისურებზე, ლამბაქებზე და ჭიქებზე, ტელეფონებზე. ეკატერინბურგში შეგიძლიათ იყიდოთ შოკოლადის ფილა, რომლის შეფუთვაზეც აცრემლებული პუტინის პორტრეტია დაბეჭდილი. ამავე დროს, სავაჭრო ცენტრ „სიმა-ლენდში“ იყიდება სპორტული მაისურები ბავშვებისთვის წარწერებით: «Дядя Вова хороший» და «Хочу быть как Путин».
