
უკვე მომავალი კვირიდან ოდესის სამხრეთ რეგიონალურ საბაჟოს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, 25 წლის იულია მარუშევსკაია ჩაიბარებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ „მეშვიდე არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ის დარწმუნებულია, რომ სწორედ მარუშევსკაია გახდება კონკურსის გამარჯვებული. მისივე თქმით, საბაჟოზე სრულიად ახალ თანამშრომლებს აიყვანენ და მათ მაღალი ანაზღაურებით უზრუნველყოფენ. ამასთან, სააკაშვილმა დაანონსა, რომ საბაჟოზე გაუქმდება ყველა მაკონტროლებელი ორგანო.