
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 29 ივნისს ბაქოში მიმდინარე ევროპული თამაშების გამარჯვებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, თამაშების ორგანიზატორებს შეხვდა.
შეხვედრაზე ილჰამ ალიევი სიტყვით გამოვიდა, ხოლო ღონისძიების ფარგლებში სპორტსმენები დააჯილდოვეს. აქვე წაიკითხეს პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვითაც მან ჰეიდარ ალიევის ორდენით დააჯილდოვა აზერბაიჯანის პირველი ქალბატონი მეჰრიბან ალიევა - აზერბაიჯანში კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.