
პარიზში ტაქსისტების გაფიცვისა და არეულობის შედეგად მომხდარი შეტაკებებისას 7 ჟანდარმი დაშავდა, ათზე მეტი გაფიცული ტაქსისტი კი დააკავეს.
ტაქსისტების უკმაყოფილება ტაქსების გამოძახების ონლაინსერვისმა UberPOP-მა გამოიწვია - მათი მტკიცებით, ეს ონლაინსერვისი მათ კონკურენციას უწევს და არათანაბარ პირობებში აყენებს. ტაქსისტები სერვისის გაუქმებას მოითხოვენ, ვინაიდან მისი გამოყენებით ტაქსის გამოძახება ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ქალაქში არსებული ტაქსების.