რუს პედოფილთა ოჯახები ერთმანეთში შვილებს ცვლიდნენ

Image

სანკტ-პეტერბურგში პედოფილებისგან შემდგარი ოჯახების შემზარავ ქსელურ დანაშაულზე წერს ადგილობრივი გამოცემა. სამართალდამცველებმა გამოავლინეს, რომ პედოფილთა ოჯახები სექსუალური გართობის მიზნით ერთმანეთში შვილებს ცვლიდნენ.

 

პოლიციისთვის ამ დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალაქში 10 წლის, უმეთვალყურეოდ დარჩენილი გოგონა იპოვეს, რომელმაც განაცხადა, რომ სტუმრად იმყოფებოდა ოჯახურ წყვილთან, რომელიც რუდნევის ქუჩაზე ცხოვრობს.

 

ბავშვმა პოლიციელებს უამბო, რომ იქ პორნოგრაფიული ვიდეო უჩვენეს, შემდეგ შიშველს ფოტოები გადაუღეს, ხოლო შემდეგ ბინის პატრონმა მამაკაცმა და იქ მყოფმა ქალმა სექსუალური აქტი დაამყარეს, გოგონას კი აიძულეს, მათთვის ეყურებინა.

 

გაირკვა, რომ წყვილს თავიანთი, 9 წლის ბიჭუნაც ჰყავს, რომელიც მათ გოგონას მშობლებს სწორედ გოგონას „მიქირავების“ სანაცვლოდ გაუგზავნეს. გოგონას დედა და ბიჭის მამა „მეგობრობენ“, ხოლო  ბიჭის გამოკითხვისას დადგინდა, რომ ის მამის მეგობარ ქალს, მინიმუმ, რამდენჯერმე შეხვდა.

 

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სექსუალური ხასიათის ძალადობის გამო არასრულწლოვანზე. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პედოფილს ხანგრძლივად თავისუფლების აღკვეთა ელის. ორივე ბავშვი ოჯახებიდან გაიყვანეს და ბავშვთა სახლებში, ცალ-ცალკე მოათავსეს, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ, ხოლო შესაბამისმა ორგანოებმა მშობლების უფლების ჩამორთმევის პროცედურები დაიწყეს. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !