
მოსკოვის 1287-ე სკოლის ოცამდე მოსწავლემ, რომლებიც 9 მაისის ღონისძიებებისთვის სამზადისის ფარგლებში ხაზზე იყვნენ მოწყობილი, სიცხეში ხანგრძლივად დგომის გამო გონება დაკარგა, რეპეტიცია კი არ შეწყვეტილა, - ამის შესახებ ტელეარხი "დოჟდი" იტყობინება.
როგორც გამოცემას თვითმხილველმა უთხრა, ღია ცის ქვეშ, სიცხეში ხანგრძლივად დგომამ მოწოდებაზე "სმენა!" მოსწავლეებზე ცუდად იმოქმედა და ისინი შეუძლოდ გახდნენ. "ბავშვებმა ერთმანეთის მიყოლებით დაკარგეს გონება, ღონისძიების რეპეტიცია კი მაინც გაგრძელდა, ვითომც აქ არაფერი", - ამბობს თვითმხილველი.
"დოჟდის" მონაცემებით, 20-დე ბავშვიდან, რომლებიც შეუძლოდ გახდნენ, 6 საავადმყოფოში მოხვდა, მათგან ერთი კი ამ დროისთვისაც იქ იმყოფება.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს მოსკოვში ტემპერატურამ +23 გრადუსს მიაღწია ცელსიუსით. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მაისის პირველ რიცხვებში ჰაერის ტემპერატურა 13-15 გრადუსამდე დაიწევს.