ვიდეო, +18: გორლოვკაში „Бес“-ის ბრძანებით დახვრეტილი ორი მამაკაციდან ერთი საქართველოს მოქალაქეა

Image

უკრაინაში, გორლოვკაში განთავსებულმა ტერორისტულმა შტაბმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აღწერილია ორი, ზურგშექცევით მდგარი მოქალაქის დახვრეტა.

 

რედაქციის გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა არაა რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკისა და არამდგარდი ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის 

 

კადრში ჩანს უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ ტერორისტთა ერთერთი ლიდერი „Бес“ (ავსული, სლავურ მითოლგიაში დემონი), რომელიც ხანმოკლე შესავლის შემდეგ გასცემს ბრძანებას სამ ეტაპად: „გადატენე!“-„დაუმიზნე!“-„ცეცხლი!“, რის შემდეგაც კედელთან მდგარი ორივე მოქალაქე ეცემა.

 

როგორც ტერორისტთა ერთერთი ლიდერი ამბობს, მისი მცდელობის მიუხედავად, მან ვერ მოახერხა შეთანხმება, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ დატყვევებული „მისი ბიჭები“ ექვს უკრაინელ ოფიცერში გაეცვალა.

 

„ორი დღეა ველოდები, მეტი ლოდინის დრო არ მაქვს. ამიტომაც, ახლა დაიხვრიტებიან ბატონები ბუდიკი და ვასიუშენკო. თუ დაკავებულებს ამის შემდეგაც არ გაათავისუფლებენ, დაიხვრიტება შემდეგი წყვილი, საათნახევრის შემდეგ კი კიდევ ორი ოფიცერი. თუ უკრაინის არმიას არ სჭირდება თავისი ოფიცრები, მეც არ მჭირდება ისინი“, - „Бес“-ის ამ სიტყვებს ბრძანება და გასროლა მოსდევს. თვალახვეულ კედლისკენ პირშექცეულ მამაკაცებს ნიღბიანი ორი ტერორისტი ესვრის.

 

უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლები იმედოვნებენ, რომ დახვრეტის კადრები იმიტაციაა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ისახავს მიზნად, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ორი მოქალაქის დახვრეტის ფაქტს უარყოფს.

 

შეგახსენებთ, რომ გორლოვკიდან 2 მაისს გატაცებული ვასილ ბუდიკი (შიდა ფოტო) საქართველოს მოქალაქეა. ის სოხუმიდან დევნილი ეთნიკური უკრაინელია. 90-იან წლებში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ის უკრაინაში, გორლოვკაში ცხოვრობს. უკრაინაში საპროტესტო გამოსვლების დაწყების დღიდან ის და მისი მეუღლე ნატალია ბუდიკი ევრომაიდნის აქტიური მხარდამჭერები არიან.

 

ბუდიკის გატაცების თვითმხილველთა აღწერის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ვასილ ბუდიკი კრასნოშაპკის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბატონის“ შესასვლელიდან გაიტაცეს: მას იარაღის მუქარით აიძულეს მანქანაში ჩამჯდარიყო, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მას შემდეგ გატაცებულის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !