15 წლის გოგონა თბილისურ სატანისტურ სახლზე ყვება

Image

როგორც ანი იხსენებს, მოზარდებს შორის გავრცელებული, საკმაოდ სახიფათო მიმდევრობების „ემოების“ და „სატანისტების“ წევრად გახდომა  უფროსებთან ხშირმა კონფლიქტებმა გადააწყვეტინა. თუმცა, მისი თქმით,  ამ საქმეში  ცნობისმოყვარეობამაც ითამაშა გარკვეული როლი.

 

„ალბათ იცით, რომ თბილისში არის ძველი მორგის შენობა და კიდევ რამდენიმე სხვა შენობა, სადაც ქართველი ემოები თუ ქართველი სატანისტები იკრიბებიან. ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო გავხდი ამ რიტუალების მოწმე და გარკვეულ ხანს ემოც ვიყავი...

 

ახლა ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვყვები, მრცხვენია, ხელებს რომ ვისერავდი და ათას სისულელეს ვიმეორებდი... თუმცა ბოლომდე არ ვარ გამოსული მათი ზემოქმედებიდან, დღემდე მკლავს ცნობისმოყვარეობა, რის ნახვაც ვერ მოვასწარი და ვებრძვი ამას...  

მე და ჩემმა მეგობარმა გავიგეთ, რომ არსებობდა ასეთი სახლი, ეშმაკის სახლს ეძახიან, ინგოროყვას ქუჩაზეა. გავიგეთ, რომ შიგნით მიწისქვეშა გვირაბებია. რომ თბილისში ათი ასეთი სახლია და  ერთმანეთს  ამ გვირაბების მეშვეობით უკავშირდება. მოგვიყვნენ, რომ ეს „ეშმაკის სახლი“ ერთმა სომეხმა სატანისტმა ააშენა და იქ ქალმა ჩამოიხრჩო თავი - მისმა შვილმა თუ ცოლმა, ზუსტად არ მახსოვს.

 

ამბობენ, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი - სხვენზე. სახლში არის ბუხრის მგავსი კარი, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული და ის საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარია. სახლები კი პენტაგრამას ქმნიან, რომელიც ერთ დიდ დარბაზში ერთდება, მიწის ქვეშ - ამ დარბაზში საიდუმლო რიტუალებს აწყობენ.

 

ისე გვაინტერესებდა ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა, არ შეგვეშინდა, მივედით. როგორც კი სადარბაზოში შევედით და სარდაფისკენ გავუყევით გზას, თითქოს იქ ქალის მოჩვენება დავინახეთ, ხმებიც გვესმოდა, განწირული შეკივლება...

 

ძველი მორგის შენობასთანაც ვიყავით. იქ ახლოს გატყავებული ძაღლებისა და კატების გორაა, მკვდარი არწივიც ვნახეთ, რომელიც ნახევრად გახრწნილი იყო და თითქოს ისევ ფართხალებდა... ღამით ვიყავით, ფარნებით... ისეთი დიდი ემოცია იყო, მეორე დღესაც მივედით, თუმცა ვიღაც ქალი დაგვხვდა, გაგვლანძღა, აღარ მოხვიდეთო... 10 წუთის მერე კატის განწირული კნავილი შემოგვესმა... მერე იმ ადამიანებსაც შევხვდით, ვინც ემოები არიან, მერე სატანისტებთანაც გვქონდა საუბარი, ვნახეთ რაღაცები, რის ნახვაც ჩვენთვის შეიძლებოდა.

 

მერე გვითხრეს, რომ სექტაში უნდა შევსულიყავით... ჩემი ნებით ვაპირებდი, რომ ასე მოვქცეულიყავი, მაგრამ დედა დროულად ჩაერია, პირობა ჩამომართვა, რომ აღარ გავბედავ იქით გახედვას... ეკლესიაშიც წამიყვანა, მაგრამ მართალი რომ გითხრათ, მიჭირს იქ ყოფნა, რაღაცნაირად ვითრგუნები... სულ ვფიქრობ ჩემს საქციელზე, ვებრძვი საკუთარ თავს, მრცხვენია, როგორ ვიყავი „ემო“, რატომ ვიყავი სუიციდალი? და რატომ მინდოდა სატანისტობა, როცა ვიცოდი, რომ ეს ცუდია?

 

თანაც, ამ ამბების მერე ყველაფერი ცუდად წავიდა, ყველა ამრეზით მიყურებს, გამუდმებით მახსენებენ ჩემს უახლოეს წარსულს, მკიცხავენ... რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში ვერ ჩამოვყალიბდი, ბოლომდე ვერ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი წარსულია. ინტერესი მკლავს, რაც არ მინახავს და რაც კიდევ შეიძლება იყოს იქ, იმ გვირაბებში, სადაც ვერ მოვასწარი ჩასვლა“, - ყვება ანა.

 

 

 „რეიტინგი“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !