-
2014-06-04 17:51
„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პრემიერის დღევანდელ ჟურნალისტებთან შეხვედრას ეხმაურება.
„ბ-ნო პრემიერო, შევეცდები აგიხსნათ:
დაცლილ მთაზე და სოფელზე რომ ღელავთ - თქვენ ხომ წამოხვედით დედოფლისწყაროდან და პაჟად მოეწყვეთ მდიდარ კაცთან? ბიძინა ივანიშვილი ხომ წამოვიდა ჭორვილადან და გამდიდრდა?
სხვა სოფლელებმა რა დააშავეს? რატომ უნდა დარჩნენ მცირემიწიან სოფელს მიჯაჭვულნი? რატომ არ უნდა იშოვონ ისეთი სამსახური სადაც უფრო მაღალ შემოსავალს მიიღებენ ვიდრე 1 ჰექტარი მიწიდან იღებენ?
თუკი ყველა განვითარებულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი 4-5 პროცენტს არ აღემატება, ქართველების 50% რატომ უნდა დარჩეს მიწას მიჯაჭვული, მაშინ, როდესაც ეს მიწა უბრალოდ არ არის საკმარისი იმისთვის რომ ღირსეულად იცხოვრონ, ღირსეული განათლება მისცენ შვილებს, იმოგზაურონ და ა. შ.
რით ვერ შეიგნეთ, რომ ურბანიზაცია ქვეყნის განვითარების თანამდევი პროცესია?
თქვენ იმაზე კი არ უნდა იზრუნოთ, რომ ხალხი მიწას მიაბათ, იმაზე უნდა იზრუნოთ რომ ბიზნესს განვითარებაში ხელი არ შეუშალოთ და ის ხალხი, ვინც დღეს მიწაზეა გამობმული მომსახურების სექტორში დასაქმდეს.
თუმცა ვის ველაპარაკები - თქვენ ის პოლიტიკური ძალა ხართ, რომელიც გაიძახდა რომ "ქართველ ხალხი მოსამსახურეებად გადაიქცა და შეურაცხყოფილია". ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკის 60-70-80 პროცენტი სწორედ სერვისის სექტორზე მოდის.“