ზვიად სიჭინავა: ოკუპანტებმა ოთხოზორიას მკვლელობა არ იკმარეს და საოკუპაციო ზოლი ხურჩის სიღრმეში გადმოწიეს

Image

ბიზნესმენი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სამეგრელოში, სოფელ ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ოკუპანტები ამჯერად უკვე სამეგრელოსა და სამურზაყანოში აფათურებენ ხელებს.

 

"რუსული საოკუპაციო მანქანა მიზანმიმართულად აგრძელებს ძირძველი ქართული მიწების მცოცავ ანექსიას და ახლა ის ხელს სამეგრელოსა და სამურზაყანოშიც აფათურებს. 

 

ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის ის პერიოდიც, როცა რუსი ოკუპანტების მიერ სოფელი ხურჩა მთლიანად იყო ოკუპირებული და პირველივე მოსახლის საცხოვრებელ სახლში შტაბი იყო გახსნილი, მაგრამ ჩვენ შევძელით სტატუს-კვოს აღდგენა.

 

ახლა კი, რუსი ოკუპანტებისგან წაქეზებული არაკაცის მიერ პატრიოტი ქართველი ვაჟკაცის გიგა ოთხოზორიას მკვლელობა არ იკმარეს და საოკუპაციო ზოლი რამდენიმე ასეული მეტრით ხურჩის სიღრმეში გადმოწიეს.

 

ეს ხდება იმ ფონზე, როცა გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელად დადის, ეს ხდება იმ ფონზე, როცა რუსული საოკუპაციო მანქანა თავად აფხაზებსაც უქმნის საფრთხეს და ცდილობს, საბოლოოდ ჩატეხოს ხიდი ჩვენს შორის, ეს ფაქტი კი „ეთნოკონფლიქტად“ გაასაღოს.

 

ხურჩაში საოკუპაციო ზოლის გადმოწევა და იქ მცხოვრები გლეხების სახნავ-სათესი მიწების ორად გაყოფა მავთულხლართებით კრემლის სახის კიდევ ერთი გამოვლინება და ჩვენი დაცინვაა, რაზეც ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ და ხმამაღლა უნდა ვთქვათ: არა მცოცავ ოკუპაციას!".

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !