-
2014-12-15 06:14
ქალაქ გაგრაში 14 დეკემბერს მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამმა კი დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერთმანეთს „მერსედესი“ და „ფორდი“ შეეჯახნენ. შემთხვევა „ხოლოდნაია რეჩკასთან“, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან 13 კმ-ში მოხდა.
„მერსედესი“ გაგრიდან რუსეთის საზღვრის მიმართულებით მოძრაობდა, მისმა 18 წლის მძღოლმა კი საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, რის შემდეგაც საპირისპირო ზოლზე გადავიდა და „ფორდს“ შეეჯახა, რომელსაც 45 წლის სომხეთის მოქალაქე მართავდა.
„მერსედესში“ მძღოლთან ერთად მისივე თანატოლები ისხდნენ. მანქანის წინა სავარძელზე მჯდარი ახალგაზრდა და მძღოლი ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო ორი მგზავრი საავადმყოფოში მოხვდა. სიკვდილს გადარჩა „ფორდის“ მძღოლიც - ისიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.


