-
2014-12-14 21:26
65 წლის მამაკაცი მოკლეს საკუთარი სახლის ეზოში გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში. გარდაცვლილი 65 წლის ნაპო უჩავაა.
სავარაუდოდ, ნაპო უჩავას გატაცების მცდელობა იმას უკავშირდებოდა, რომ მის შვილებს რუსეთში ბიზნესი აქვთ. ნაპო უჩავამ სახლში შეჭრილ თავდამსხმელებს, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ, წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა მისი მისამართით რამდენჯერმე გაისროლეს. ნაპო უჩავას ორი ტყვია მოხვდა თავში, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ამის შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ.