-
2014-06-02 21:38
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მარიხუანა მოწიეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ამით მათ გამოხატეს პროტესტი.
მთავრობის ადმინისტრაციის გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ ყოფილა. მონაწილეები პროტესტს პლაკატების მეშვეობით აფიქსირებდნენ. მათ ჰქონდათ შემდეგი შინაარსის პლაკატები: "შარდის საქმეთა სამინისტრო", "მწეველი რატომ არ არის კრიმინალი", "შეწყდეს ძალადობრივი პოლიტიკა".
დღევანდელ აქციაზე მოძრაობის თეატრმა "ცეცხლოვანი შოუ" მოაწყო. აქცია ორი საათის განმავლობაში კლუბური მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეთა თქმით, თუ არ მოხდება მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, მსგავსი აქციები კვლავ გაიმართება.