
დაახლოებით ერთი საათის წინ, ბარნოვის 50-თან 27 წლის ლაშა მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ტყვია ესროლეს.
გავრცელებული ვერსიით, სროლა შელაპარაკებას მოჰყვა. ლაშა მახარაძეს ორი ტყვია მუცელში მოხვდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - დაჭრილი გარდაიცვალა.
მახარაძეების ოჯახმა ერთი წლის წინ საშინელი ტრაგედია გადაიტანა: შარშან, 29 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლაშა მახარაძის ძმა თენგო, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპნენ. თავად ლასა მახარაძე, გავრცელებული ინფორმაციით, ამნისტირებული პატიმარია. მას მკვლელობის მცდელობისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ვაკეში მომხდარო ორი გასროლის დროს, თვითმხილველთა თქმით, კიდევ ერთი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა.
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ვიდეომასალა იქვე მცხოვრებმა მოქალაქემ გადაიღო და „ფეისბუქზე“ გაავრცელა.