რუსეთისგან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები უგზო-უკვლოდ ქრებიან

Image

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონში არაერთი შემთხვევაა მომხდარი, როცა დასასვენებლად ჩასული რუსეთის მოქალაქეები, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, უგზო-უკვლოდ ქრებიან.

 

ცალკეულ შემთხვევებში მათი მოძებნა ვერ ხერხდება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში აღმოჩნდება, რომ დაკარგული, უბრალოდ, მოკლეს. ასე მაგალითად, როგორც გაგრაში დასასვენებლად ჩასულ, 1993 წელს დაბადებულ ლილია ისლამოვასთან დაკავშირებით მოხდა.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში შსს-მ ინფორმაცია მიიღო, რომ ლილია ისლამოვა გაგრაში, ზღვის აკვატორიაში ჰიდროციკლით სეირნობის დროს დაიკარგა. ინფორმაციის მიღებისთანავე, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შსს-მ დაიწყო სამძებრო სამუშაოები და საქმეში ჩართო მაშველები, სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი და კინოლოგთა ჯგუფი.

 

დაკარგული გოგონას ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, სამაგიეროდ, გაჩნდა ეჭვი მკვლელობის თაობაზე და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ 5 აგვისტოს გაგრელი ადგურ ავიძბა დააკავა, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

 

დეტალები არ კონკრეტდება, აფხაზურ ფორუმებზე კი წერენ, რომ ავიძბამ ლილია გაიცნო, შევიდა მასთან ახლო ურთიერთობაში, ხოლო გაცნობიდან რამდენიმე დღეში ჰიდროციკლით სეირნობა შესთავაზა, ზღვაში ღრმად შესვლის შემდეგ კი გოგონა მოკლა და ზღვაში გადააგდო. ამ დრომდე გამოძიება არ ახმაურებს მკვლელობის მოტივს.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლილია ისლამოვა ერთადერთი დაკარგული რუსეთის მოქალაქე არ არის. მარტო ივლის-აგვისტოს მონაკვეთში აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქში, არაოფიციალური ცნობებით, რუსეთის ფედერაციის ათამდე მოქალაქე დაიკარგა და მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგული რუსეთის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის ე. წ. შსს-ს ვებგვერდზეცაა მოცემული, რომლებსაც „აფხაზეთის ხმაც“ აქვეყნებს.

 

lilia2.jpg

lilia1.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !