
მესტიაში პოლიციელებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს.
ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა გუშინვე დაიწყო. ღამევე მოხდა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა.
მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ გუშინ განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი რომან ყორშია სცემეს