
მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას და ფოტოს შემთხვევის ადგილიდან მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი წარმომადგენელი აჰმედ იმამყულიევი ავრცელებს.
მკვლელობა დაახლოებით საღამოს 23 საათზე მოხდა. დამატებითი დეტალები მომხდარი მკვლელობის შესახებ ამ დროისთვის ცნობილი არ არის. "აფხაზეთის ხმა" დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.