
მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ ქვეშევრდომს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. განყოფილების უფროსმა გიორგი სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ - ჯაფარიძემ თანამშრომელი რომან ყორშია სცემეს.
ყორშია ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. პოლიციის მაღალჩინოსნების მხრიდან მისი ცემის ფაქტს მესტიის პოლიციის თანამშრომელი ზვიად ჭანტურიაც ადასტურებს. ამავე დროს ის უარყოფს თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციის უფროსმა და მოადგილემ ისიც სცემეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნუგზარ წიკლაური და გიორგი კანდელაკი ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციის უფროსის მოადგილე დაშავებულ რომან ყორშიას, რომელსაც პირის ღრუს ამოკერვა დასჭირდა, მას საავადმყოფოში იარაღით მიუვარდა და მოსთხოვა, ინფორმაცია არ გაევრცელებინა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ს კომენტარი არ გაუკეთებია.